Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=661087&print=yes&view=jobs
 
მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეული
მომწოდებელი: Brunch By Gastronome
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო / ბოლო ვადა: 26 სექტემბერი
"გასტრონომ ჯგუფი" აერთიანებს გურმე მაღაზიათა ქსელს, განსხვავებული კონცეფციის რესტორნებსა და სახლის დეკორისა თუ სამზარეულოს აქსესუარების კონცეპტუალურ მაღაზიას.

კომპანია 2019 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს. მისი ბიზნეს კონცეფცია კვების ინდუსტრიაში საზოგადოებისთვის გასტრონომიული ცოდნისა და გემოვნების განვითარებაა.

გასტრონომ ჯგუფი წარმოდგენილია Gastronome ბრენდის პრემიუმ დელიკატესების გურმე მაღაზიის 7 ფილიალით, 2 რესტორნით - იტალიური Bistro, არგენტინული Steakhouse, ჯანსაღი მენიუთი Brunch-სგან და კონცეპტუალური მაღაზიით - Kitchen and Living.

ჯგუფს 2024 წელს შეემატა Tartine et Chocolat - ფრანგული მოდის სახლი ბავშვებისთვის, რომელიც 1977 წლიდან ტანსაცმლის დახვეწილ კოლექციებს ქმნის.

Brunch by Gastronome -ში ვეძებთ თანამშრომელს მზარეულის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კერძების დროული და ხარისხიანი მომზადება შეკვეთების შესაბამისად;
** რეცეპტურის სიზუსტით დაცვა;
** სამზარეულოში არსებული მარაგების ეფექტურად გამოყენება, კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შეკვეთა;
** ხარისხის, ჰიგიენისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
** ტექნიკის და ინვენტარის სიზუსტით გამოყენება.
** მის დაქვემდებარებაში მყოფ პირებს დაავალოს და მისცეს ზუსტი მითითებები.
** იყოს მუდმივად მოწესრიგებული და ორიენტირებული თავის საქმეზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** სასურველია პროფესიული განათლება;

ფილიალის ადგილმდებარეობა: ჭავჭავაძის გამზირი N37
ანაზღაურება: 1500 ლარი
ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურება კანონმდებლობის შესაბამისად.
სამუშაო დრო: კვირაში 40 სამუშაო საათი
ჯანმრთელობის დაზღვევა: 3 თვის შემდეგ

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 22 სექტემბერი შემდეგ მისამართზე: vacancy@gastronome.ge და სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიამ "შპს გასტრონომ ბრანჩი" შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია