დასახელება:
თამაშის ასისტენტი
|
მომწოდებელი:
Evolution
|
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 26 სექტემბერი
|
თამაშის ასისტენტი
ვინ ვართ ჩვენ:
შემოუერთდი "ევოლუშენს" — საერთაშორისო ლიდერს ლაივ თამაშების წარმოებაში!
"ევოლუშენ საქართველო", შვედური საერთაშორისო კომპანია, ევოლუშენის ჯგუფის წევრია, რომელიც 2006 წელს დაარსდა და ბიზნეს კლიენტებს მსოფლიოს 20-ზე მეტ ლოკაციაზე ემსახურება.
საქართველოში ჩვენი სტუდია 2018 წელს გაიხსნა და ამჟამად, ევოლუშენის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტუდიაა, რომელიც "ონლაინ" სათამაშო ბიზნესის ოპერატორებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ემსახურება.
ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კერძო დამსაქმებელი ვართ ქვეყანაში და ქართველ ახალგაზრდებს ვთავაზობთ დასაქმებას საერთაშორისო კომპანიაში, ყოველგვარი სამუშაო გამოცდილების გარეშე.
სამუშაოს აღწერა:
** თუ ხარ კომუნიკაბელური, ენერგიული და მოტივირებული ახალგაზრდა, გსურს სწავლისა და მუშაობის შეთავსება და ასევე საერთაშორისო გარემოში მუშაობის გამოცდილების მიღება — მაშინ ეს პოზიცია შენთვისაა.
** თამაშის ასისტენტის პოზიციაზე თქვენი ამოცანა იქნება:
** სხვადასხვა მაგიდასთან ბანქოს აჩეხვა პროცედურის თანახმად.
** ტექნიკას ადგილზე შეგასწავლით, ევოლუშენის აკადემიაში — ტრენინგის პერიოდი ანაზღაურებადია!
რას ველით შენგან:
** პოზიტიური დამოკიდებულება, რომელიც გუნდისთვის გადამდები იქნება
** გამოირჩეოდე მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით
** იყო სრულწლოვანი (18 წლის) — შენი პირველი სამუშაო გამოცდილების დასაწყებად
შეთავაზება და ბენეფიტები:
** ანაზღაურება - 576 ლარიდან 1165 ლარამდე + ბონუსები; (საათობრივი ანაზღაურება იზრდება დასაქმების დაწყებიდან 6 და 18 თვის შემდეგ)
** ჯანმრთელობის დაზღვევა - საუკეთესო პირობებით, კომპანიის მხრიდან სრული დაფარვით
** იოგას კლასი და სპორტდარბაზი - სამუშაოსა და ყოველდღიურ ცხოვრებას შორის ჰარმონიული ბალანსისთვის.
** FitPass — კორპორატიული შეთავაზება
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი - რომელიც ერგება თქვენს ყოველდღიურობას
** სტიპენდიის მოპოვების შანსი - ჩვენი სტუდენტი თანამშრომლებისთვის.
** საერთაშორისო გარემო - სადაც შეგიძლია განივითარო ენობრივი უნარები და მოიპოვო პრაქტიკული გამოცდილება
შემოგვიერთდი
|
|
|
|