დასახელება:
ფიტნეს ინსტრუქტორი
|
მომწოდებელი:
ემ ფიტნესი
|
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 26 სექტემბერი
|
სპორტულ დარბაზ "ემ ფიტნესს" ესაჭიროება ფიტნეს ინსტრუქტორი.
ადგილმდებარეობა: დავით გურამიშვილის გამზირი 62ბ.
სამუშაო განაკვეთი: მოქნილი გრაფიკი.
ანაზღაურება: შეთანხმებით.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** ფიტნეს დარბაზის მომხმარებლებისთვის ინდივიდუალურად მორგებული ვარჯიშის გეგმებისა და კვების პროგრამის შემუშავება;
** სხვადასხვა ჯგუფური ვარჯიშების ჩატარება
** მომხმარებლისთვის სათანადო ინსტრუქციის მიცემა საჭირო ტექნიკისა და აღჭურვილობის უსაფრთხოდ და ეფექტურად გამოყენების შესახებ;
** მენეჯმენტის მიერ შემუშავებული სერვისებისა და ჯგუფური ვარჯიშების პოპულარიზაცია;
** სავარჯიშო სივრცის აღჭურვილობისა და ტრენაჟორებისთვის თვალყურის დევნება, დარწმუნება რომ მოწესრიგებულია და უსაფრთხოა გამოსაყენებლად;
** სარეკლამო კამპანიებში მონაწილეობის მიღება;
მოთხოვნები:
** მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება ფიტნეს ინსტრუქტორის პოზიციაზე, უპირატესობად ჩაითვლება ჯგუფური ვარჯიშების ტრენერად მუშაობის გამოცდილება;
** კარგი კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
** მუდმივი ზრუნვა პროფესიულ განვითარებაზე;
უნარ-ჩვევები:
** ყურადღებიანი;
** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** შრომისმოყვარე;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ ვაკანსიის ლინკი: https://b24-y3fjin.bitrix24.site/crm_form_t9zgf/.
|
|
|
|