დასახელება:
დაფასოების ოპერატორი - ღამის ცვლა
|
მომწოდებელი:
ექსტრამითი
|
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 26 სექტემბერი
|
გახდი ჩვენი ოჯახის ახალი წევრი!
კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანია "ექსტრამითი" თანამედროვე დონეზე აღჭურვილი ხორცპროდუქტებისა და ნახევარფაბრიკატების საწარმოა. 2020 წელს კომპანია "ექსტრამითს" დაემატა კიდევ ერთი ახალი მიმართულება - სწრაფი კვების ქსელი "ექსტრამითის პავილიონი".
კომპანია "ექსტრამითი" აცხადებს ვაკანსიას მზა პროდუქციის საწყობში, ღამის ცვლის დაფასოების ოპერატორი/ხელმძღვანელი.
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ გუნდს;
** ერთჯერად კვებას;
** სამედიცინო დაზღვევას კომპანიის თანადაფინანსებით;
** შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი 24 დღიანი
ანაზღაურებადი შვებულებით და 5 დღიანი DAYOFF-ით.
პოზიციის მდებარეობა: ქ. ქუთაისი
ანაზღაურება: 1000 ლარი.
სამუშაო დრო: ღამის ცვლა, 18:00 საათიდან 02:00 საათის ჩათვლით.
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 6 დღე. დასვენების დღე შაბათი ან კვირა.
ღამის საათებში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია.
კანდიდატის შერჩევა წარმოებს გასაუბრების საფუძველზე.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ.ფოსტაზე vacancy@extrameat.ge (თემის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელებაა და ქალაქი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 595 90 45 85
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს FACEBOOK გვერდს https://www.facebook.com/extrameat.ge
კომპანია "ექსტრამითი" გისურვებთ წარმატებას.
|
|
|
|