Робота для біженців з України
HR მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR მენეჯერი
მომწოდებელი: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო / ბოლო ვადა: 25 სექტემბერი
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის მენეჯერის პოზიციაზე.

ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის მენეჯერის ფუნქცია-მოვალეობებია:

** ადამიანური რესურსების მხრივ არსებული საჭიროებების განსაზღვრაში და შემდგომ დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
** კონკურსების გამოცხადება, შემოსული რეზიუმეების განხილვა, გასაუბრების/ტესტირების დაგეგმვა, წარმართვა და ორგანიზება;
** ახალი თანამშრომლებისთვის საორიენტაციო პროგრამის გაცნობა;
** პირადი საქმეებისა და შესაბამისი საბუთების წარმოება;
** პერსონალის მართვასთან დაკავშირებული ოფიციალური დოკუმენტების (ბრძანებები) სათანადო დონეზე გაფორმება/რეგისტრაცია/შენახვა;
** თანამშრომლებთან ხელშეკრულებების გაფორმება, შენახვა/განახლება;
** უნივერსიტეტში არსებული ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის გავრცელება;
** პერსონალის საქმიანობის შეფასების სისტემის დანერგვაში, განხორციელებაში და შედეგების მართვაში მონაწილეობის მიღება;

ელ-ფოსტის (hr@ibsu.edu.ge და vacancy@ibsu.edu.ge) ყოველდღიური მონიტორინგი და პასუხების გაცემა;
უნივერსიტეტის ოფიციალური დოკუმენტაციისა და თანამშრომელთა პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვა;
კომპეტენციის ფარგლებში ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესში მონაწილეობა.

ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის მენეჯერის საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

** ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის მენეჯერის თანამდებობაზე მიიღება უმაღლესი განათლების მქონე პირი, რომელსაც აქვს მინიმუმ 1 (ერთი) წლიანი მუშაობის გამოცდილება აღნიშნულ სფეროში;
** ქართული და ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** უნარები:
** ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები (როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე);
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა;
** დელეგირებისა და დროის ეფექტური მართვის უნარი;
** შემჭიდროებულ ვადებში და კომპლექსურ გარემოში მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით 09:00სთ-დან 18:00სთ-მდე ან 08:30სთ-დან 17:30სთ-მდე (შესვენება 13:00-14:00 საათი).
ანაზღაურება: 1500 ლარი დარიცხული (Gross).

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (ქართულ და ინგლისურ ენაზე) ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@ibsu.edu.ge და გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის მენეჯერი".

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით.

წაყენებული მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენ მიერ მოწოდებული რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის.

გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი უფლებამოსილია კანონმდებლობთ დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია.

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე