Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=661039&print=yes&view=jobs
 
იმპორტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იმპორტის მენეჯერი
მომწოდებელი: ვიდუ
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო / ბოლო ვადა: 26 სექტემბერი
კომპანია "ვიდუ" აცხადებს ვაკანსიას იმპორტის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვ. ჭაბუკიანის 10;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:-0-17:00;
ხელფასი, ფიქსირებული: 1000 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ახალი მომწოდებლების მოძიება საერთაშორისო ბაზარზე;
** მომწოდებლებთან პირობების შეთანხმება მოწოდების ვადებისა და გადახდის გრაფიკის შესახებ;
** შესყიდვის პროცესისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და სახელმწიფოში დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა;
** ფინანსური ანგარიშსწორებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** საბაჟო სამსახურისათვის დოკუმენტაციის მომზადება და პროცედურების კონტროლი;
** სატრანსპორტო კომპანიების მოძიება, მათთან მოლაპარაკებების წარმოება;
** პროდუქციისა და კომპანიის შესახებ მომწოდებლისგან დეტალური ინფორმაციის გამოთხოვა;
** ყოველთვიური რეპორტის მომზადება და განხილვა მენეჯმენტთან

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** გამოცდილება აუცილებელი არ არის;
** ინგლისური ენისა და რუსული ენის გამართულად ცოდნა;
** MS Office პროგრამების სრულყოფილად ფლობა.
** სასურველია საბაჟო და იმპორტთან დაკავშირებულ დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია სატრანსპორტო და საბაჟო ოპერაციების ცოდნა;
** გამართული კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და მოლაპარაკების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა და დროის მართვის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ რეზიუმე გადმოგზავნოთ შემდეგ მეილზე: info@wedo.com.ge, დასახელებაში მიუთითეთ პოზიცია: იმპორტის მენეჯერი.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია