Робота для біженців з України
საგრანტო კონკურსი მდგრადი ბიზნესის განვითარებაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საგრანტო კონკურსი მდგრადი ბიზნესის განვითარებაზე
მომწოდებელი: Helvetas
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო / ბოლო ვადა: 19 სექტემბერი
განაცხადების მიღება - მდგრადი ბიზნესის განვითარება კოლხეთის ეროვნული პარკის ირგვლივ

საგრანტო კონკურსი მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესების შექმნისა და განვითარების ხელშეწყობას ეკოტურიზმის, გასტროტურიზმის, ხელნაკეთი ნივთების დამზადებისა და კულტურული აქტივობების მიმართულებით.

საგრანტო კონკურსი:

გსურთ, დააფუძნოთ ან განავითაროთ ბიზნესი, რომელიც ზრუნავს გარემოზე, მხარს უჭერს თქვენს თემს და ქმნის ახალ შესაძლებლობებს კოლხეთის ეროვნულ პარკთან დაკავშირებულად? ხედავთ პოტენციალს ეკოტურიზმში, გასტროტურიზმსა თუ თემზე დაფუძნებულ გამოცდილებებში, მაგრამ გჭირდებათ მხარდაჭერა და კონსულტაცია იდეის მდგრად ბიზნეს მოდელად გარდაქმნისთვის?

ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროექტი (LEDP) იწყებს სპეციალურ პროგრამას ფოთის, ზუგდიდის, ხობის, სენაკის, აბაშისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი მეწარმეების, სტარტაპებისა და თემური ჯგუფების მხარდასაჭერად.
პროექტი ხორციელდება HELVETAS Swiss Intercooperation-ის და WINS Global Consult-ის კონსორციუმის მიერ, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფინანსური მხარდაჭერით.

რატომ ეს კონკურსი?

კოლხეთის ეროვნული პარკი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია და საქართველოს ერთ-ერთი უნიკალური ეკოლოგიური სიმდიდრეა. იგი მოიცავს სამეგრელოსა და გურიას, აკავშირებს რამდენიმე მუნიციპალიტეტს და ქმნის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს მდგრადი ეკონომიკური განვითარებისათვის. მიუხედავად ამისა, პარკის ირგვლივ ტურისტული სერვისები და პროდუქტები ჯერ კიდევ სუსტად არის განვითარებული, ხოლო ადგილობრივ მოსახლეობას ხშირად უჭირს ამ ეკონომიკურ შესაძლებლობებში მონაწილეობის მიღება.

პროგრამის მიზანია:

** კოლხეთის ეროვნულ პარკთან დაკავშირებული ტურისტული სერვისებისა და ბიზნესების შექმნის წახალისება (წყალზე დაფუძნებული, სახმელეთო და თემზე დაფუძნებული აქტივობები).
** მდგრადი ბიზნეს მოდელების პოპულარიზაცია, რომლებიც დააბალანსებს ეკონომიკურ ზრდას და ბუნების დაცვას.
** ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ვიზიტორებისა და ტურისტებისთვის სერვისების მიწოდებაში, ისე რომ სარგებელი თემებში დარჩეს.
** ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის მხარდაჭერა, რათა კოლხეთის ეროვნული პარკი პოზიციონირდეს, როგორც საერთო ეკონომიკური მიზიდულობის ადგილი.

პროგრამის მიზნები:

** მეწარმეობისა და ტექნიკური უნარების განვითარება კოლხეთის ეროვნული პარკის მიმდებარე მუნიციპალიტეტებში.
** ეკოტურიზმის, გასტროტურიზმის, ხელნაკეთობებისა და კულტურული აქტივობების მიმართულებით მცირე და საშუალო ბიზნესების შექმნის მხარდაჭერა.
** თემზე დაფუძნებული ინიციატივების განვითარება, რომლებიც ხელს შეუწყობს კოლხეთის ეროვნული პარკის ბუნებრივი და კულტურული რესურსების მდგრად გამოყენებას.
** ადგილობრივი ბიზნესების ცნობადობის გაზრდა ბაზრებთან, ტუროპერატორებთან და რეგიონულ ღონისძიებებთან დაკავშირებით.
** რეგიონული ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ინკლუზიური ზრდისა და დასაქმების შექმნით.

ვინ შეიძლება მიიღოს მონაწილეობა?

განაცხადების მიღება შესაძლებელია ფოთის, ზუგდიდის, ხობის, სენაკის, აბაშისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების მაცხოვრებლებისგან - ფიზიკური პირების, ჯგუფებისა და არსებული მცირე და საშუალო ბიზნესებისგან.

მხარდაჭერას მიიღებენ მხოლოდ ის განაცხადები, რომლებიც პირდაპირ ან მჭიდროდ დაუკავშირდება კოლხეთის ეროვნულ პარკს
ეს მოიცავს, თუმცა არ შემოიფარგლება:

** ტურიზმისა და ეკოტურიზმის სერვისები - გიდირებული ტურები, ნავებით გასეირნება, ცხენოსნობა, ფრინველებზე დაკვირვება, ლაშქრობა, კემპინგი, ველოსიპედით გასეირნება, ეკო-განთავსება.
** გასტროტურიზმი და ადგილობრივი სამზარეულო, დაკავშირებული კNP-ის იდენტობასა და ვიზიტორთა გამოცდილებასთან.
** თემზე დაფუძნებული გამოცდილებები - ხელნაკეთი ნივთები, კულტურული მასტერკლასები, ისტორიული შემეცნება და სხვა.

განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ახალგაზრდების, ქალების, იძულებით გადაადგილებული პირებისა და სხვა ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფებისგან შემოსულ განაცხადებს.

რა სახის მხარდაჭერას მიიღებენ შერჩეული აპლიკანტები?

ფინანსური მხარდაჭერა გაიცემა მხოლოდ იმ სერვისებისთვის, პროდუქტებისა თუ აქტივობებისთვის, რომლებიც აძლიერებენ კოლხეთის ეროვნული პარკისა და მისი მიმდებარე თემების ტურიზმისა და ეკოტურიზმის პოტენციალს.
წარმატებული აპლიკანტები მიიღებენ გრანტს მაქსიმუმ 20, 000 ლარის ოდენობით, თანადაფინანსების სქემის ფარგლებში შესაბამის მუნიციპალიტეტთან. დაფინანსება შეიძლება გამოყენებულ იქნეს:

** ტექნიკური და პროფესიული მხარდაჭერისთვის, რომელიც უშუალოდ უკავშირდება კოლხეთის ეროვნული პარკის ტურიზმის სერვისებს.
** აღჭურვილობისა და ინვენტარის შესაძენად, რომლებიც აუცილებელია კოლხეთის ეროვნული პარკთან დაკავშირებული საქმიანობისათვის.
** მცირე ინფრასტრუქტურის, რემონტის ან ვიზიტორთა მომსახურებისთვის განკუთვნილი სივრცეების მოსამზადებლად.

მხარდაჭერა მიზნად ისახავს მეწარმეების და თემური ჯგუფების მდგრადი ბიზნეს მოდელის ჩამოყალიბებას, რომელიც შექმნის სამუშაო ადგილებსა და შემოსავალს, ამავდროულად გაამდიდრებს კოლხეთის ეროვნული პარკის ტურისტულ შეთავაზებას.

ფართო კონტექსტი

აღნიშნული კონკურსი LEDP-ის მიდგომის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის გაძლიერებას კოლხეთის ეროვნული პარკის ირგვლივ. მდგრადი ბიზნესების მხარდაჭერით, LEDP ცდილობს:

** გააძლიეროს ადგილობრივი დასაქმებისა და შემოსავლის შესაძლებლობები.
** კოლხეთის ეროვნული პარკი პოზიციონირდეს, როგორც რეგიონული ტურიზმის მთავარი დანიშნულება.
** განვითარების სარგებელი დარჩეს თემებში.

შერჩევის პროცესი:

დაინტერესებული პირები მოწოდებულ აპლიკაციის ფორმას ავსებენ არაუგვიანეს 2025 წლის 19 სექტემბრისა. ფორმის შევსებას სჭირდება არაუმეტეს 15 წუთისა და უნდა შეიცავდეს მკაფიო ინფორმაციას იდეის შესახებ, მის კავშირზე კოლხეთის ეროვნულ პარკთან, ასევე მოსალოდნელ ეკონომიკურ და სოციალურ სარგებელზე.

განცხადებებს განიხილავს შერჩევის კომისია, რომელშიც შევლენ LEDP-ისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები. პირველ ეტაპზე კომისია შეაფასებს იდეებს ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა - ბიზნეს მოდელის ფინანსური მდგრადობისა და რეალიზების შესაძლებლობას, ასევე მის პირდაპირ კავშირს კოლხეთის ეროვნული პარკის ტურისტულ პოტენციალთან.

ამ შეფასების საფუძველზე შეიქმნება მეორე ეტაპზე გადასულთა სია. აღნიშნულ აპლიკანტებთან ჩატარდება დამატებითი განხილვა ტუროპერატორებთან და სექტორის სპეციალისტებთან ერთად, რათა ბიზნეს იდეები რეალურად შეესაბამებოდეს ბაზრის მოთხოვნასა და ტურიზმის განვითარების ტენდენციებს.

ამ ეტაპის დასრულების შემდეგ მოხდება საბოლოო შერჩევა.

ყველა აპლიკანტი მიიღებს შეტყობინებას საბოლოო შედეგებს 2025 წლის ოქტომბერში და ამის შემდგომ დაიწყება მხარდაჭერილი ინიციატივების განხორციელება.

საგრანტო განაცხადის ფორმა - https://forms.office.com/e/Y5V9We2c9f

საკონტაქტო ინფორმაცია:

კითხვების ან დახმარებისთვის, გთხოვთ მიმართოთ: zura.gamtenadze@helvetas.org.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე