Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=661017&print=yes&view=jobs
 
გრაფიკული დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: ასპ-გრუპი
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო / ბოლო ვადა: 26 სექტემბერი
კომპანია ასპ-გრუპი აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ასპ-გრუპის საქმიანობას წარმოადგენს ავტომობილების, სოფლის მეურნეობის, სამშენებლო და სპეც-დანიშნულების ტექნიკის რეალიზაცია, მასთან დაკავშირებული სათადარიგო ნაწილების იმპორტი და სრული სერვისული მომსახურების გაწევა. კომპანიას 23 წლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნია აღნიშნულ სფეროში.

კომპანიის ვებ-გვერდი: https://aspgroup.ge/
კომპანიის Facebook-გვერდი: https://www.facebook.com/aspgroupge

პირობები:

** ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდი ლილო, ერეკლე მეორეს მეხუთე შესახვევი N3.
** სამუშაო დრო: კვირაში 2 დღე ოფისში, 3 დღე დისტანციურად.
** ანაზღაურება: შეთანხმებით (კვალიფიკაციიდან გამომდინარე).

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** გრაფიკული დიზაინის შექმნა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებისთვის;
** სხვადასხვა ტიპის მარკეტინგული კომუნიკაციებისთვის საჭირო ვიზუალების მომზადება;
** POS მასალების დიზაინის შექმნა;
** კომპანიის სარეკლამო-საინფორმაციო მასალებისთვის (ფლაერი, ბუკლეტი, სტიკერი, ბილბორდი) დიზაინის შექმნა და საბეჭდ ფაილებად გამზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გრაფიკული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა: Photoshop, Illustrator;
** ინგლისური ენის ცოდნა სამომხმარებლო დონეზე;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** კრეატიულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ინფორმაციის სწორად აღქმისა და გადამუშავების უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@aspgroup.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გამოხმაურება მოხდება მხოლოდ საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამის კანდიდატებთან.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია