დასახელება:
ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ზღვა ლუდი
|
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 26 სექტემბერი
|
კომპანია "ზღვა ლუდი", ქართულ ბაზარზე 2020 წლიდან არის წარმოდგენილი და სთავაზობს მომხმარებლებს ჩამოსასხმელი ლუდის ყველაზე ფართო არჩევანს. ჩვენს მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილია 50 სახეობის ჩამოსასხმელი ლუდი, როგორც მსოფლიო მწარმოებლების, ასევე ცოცხალი ლუდის ექსკლუზიური სახეობები. კომპანია მუდმივად ვითარდება, და დღესდღეობით წარმოდგენილია 19 დიდი მაღაზიით, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. "ზღვა ლუდი"-ის მიზანია მომხმარებელს შესთავაზოს საუკეთესო ლუდის ყველაზე დიდი არჩევანი და მომსახურების მაღალი სტანდარტი.
კომპანია "ზღვა ლუდი" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის თანამდებობაზე.
სამუშაო პირობები:
** ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი; გურამიშვილის გამზირი 17 ბ
** ორშ-პარასკევი 10:00-18:00 სთ;
** ანაზღაურება: 1500 ლარი (დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე).
** დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ფსიქოლოგიის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
** აუცილებელია ადამიანური რესურსების სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** რუსული ენის ფლობა; (აუცილებელია)
** MS Office -ის ცოდნა;
ძირითადი მოვალეობები:
** ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის, სისტემების დანერგვა/მონიტორინგი და შესაბამისი დოკუმენტაციის შემუშავება/განახლება;
** შრომითი ხელშეკრულებების, ბრძანებების და სხვა დოკუმენტაციის წარმოება საქართველოს შრომითი კანონმდებლობის და კომპანიის წესდების შესაბამისად;
** თანამშრომლების პირადი საქმეების ადმინისტრირება - HR დოკუმენტაციის (შვებულებები, ცნობები...) მართვა და რეესტრის წარმოება;
** თანამშრომელთა შერჩევის პროცესის ორგანიზება, სრული ციკლის მართვა;
** თანამშრომელთა სამოტივაციო სისტემების და კარიერული განმავითარებლის
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ პოზიციისა და კომპეტენციიდან გამომდინარე, სხვა, საქმესთან დაკავშირებული დავალებების შესრულება.
პიროვნული თვისებები:
** ლიდერული უნარი
** ანალიტიკური უნარი
** შედეგებზე ორიენტირებული
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის სწორად მართვის უნარი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე staff@zgvaludi.ge
|
|
|
|