დასახელება:
ოფისის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ალტა
|
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 26 სექტემბერი
|
"ალტა" ერთერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, რომელიც ოპერირებს როგორც მსოფლიო ბრენდების, ისე დისტრიბუციის, საცალო გაყიდვებისა და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით და წარმოადგენს უმსხვილესი მსოფლიო ბრენდების პარტნიორულ კომპანიას.
შპს "ალტა" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, აფრიკა, გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩა.
მოვალეობები:
** ოფისში მოსული სტუმრების მიღება-გადამისამართება;
** სატელეფონო ზარებზე, ელწერილებზე პასუხი, ინფორმაციის მიწოდება საჭიროების შემთხვევაში შესაბამისს დეპარტამენტთან გადამისამართება;
** შეხვედრების ორგანიზება;
** ოფისში შემომავალი და გამავალი კორესპონდენციის მართვა, რეესტრის წარმოება;
** ძირითად საშუალებებზე შემოსული მოთხოვნების გაკეთება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობიანობა;
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების წარდგენით, შპს "ალტას" უფლებამოსილებას გვანიჭებთ, აღნიშნული დოკუმენტები დავამუშაოთ როგორც მოცემული, ასევე სამომავლოდ სხვა მსგავსი ვაკანსიების ფარგლებში და შევინახოთ კომპანიის ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა რეგულაციების შესაბამისად, არაუმეტეს ერთი წლის ვადით.
ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/zcfLNmIRva
|
|
|
|