დასახელება:
გაყიდვების და ლოგისტიკის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
პორტლინკსი
|
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 26 სექტემბერი
|
სატრანსპორტო კომპანია "პორტლინკსი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების და ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.
"პორტლინკსი" არის საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია რომელიც ახდენს საერთაშორისო გადაზიდვების წარმოებას, სახმელეთო, საზღვაო, სარკინიგზო და საჰაერო მიმართულებებით.
კომპანიის ვებგვერდი: https://port-links.com
ადგილმდებარეობა: თბილისი, გ. სააკაძის 11, ბიზნეს ცენტრი ატრიუმი
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
ანაზღაურება: 1500 ლარი ფიქსირებული + ბონუსი გაყიდვებიდან.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლების მოძიება და მათთან ლოიალური ურთიერთობის ჩამოყალიბება, ასევე საჭიროებების შემთხვევაში შეხვედრების ორგანიზება;
** გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება იმპორტიორ/ექსპორტიორ კომპანიებთან;
** გადაზიდვის შეკვეთის მიღება, გაფორმება და ლოგისტიკური ციკლის დაგეგმვა და სრული კონტროლი;
** მენეჯმენტის მხრიდან დასახული მიზნებისა და გეგმების შესრულება, ანალიზი და რეპორტი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განვიხილავთ ამ სფეროში გამოუცდელ კადრებს თუმცა გაყიდვების სფეროში გამოცდილ თანამშრომლებს;
** რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა საკომუნიკაციო, მაღალ დონეზე, მინიმუმ ერთი ენის ცოდნა აუცილებელია;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office).
უნარ-ჩვევები:
** ვერბალური კომუნიკაციის ეფექტური და მოლაპარაკებების უნარი.
** დროის ეფექტური მენეჯმენტი და ოპტიმალური გამოყენების უნარი.
** პრობლემური სიტუაციის მართვის უნარი.
** შრომისმოყვარეობა და ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა.
საკონტაქტო ელფოსტა: careers@port-links.com
|
|
|
|