Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=660986&print=yes&view=jobs
 
მარკეტინგისა და ბრენდების განვითარების ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგისა და ბრენდების განვითარების ხელმძღვანელი
მომწოდებელი: არტფარმა
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო / ბოლო ვადა: 26 სექტემბერი
ფარმაცევტული კომპანია "არტფარმა", საქართველოში Walmark, STADA Group და სხვა საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიების ოფიციალური წარმომადგენელი, აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგისა და ბრენდების განვითარების ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** ანაზღაურება: 5000-6000 ლარი (ხელზე ასაღები) + კვარტალური და წლიური ბონუსი - დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე;
** ჯანსაღი, მეგობრული და სტაბილური სამუშაო გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** აუზისა და ფიტნესის აბონემენტი;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კორპორაციული ნომერი და ბალანსი;
** კორპორაციული მანქანა და საწვავი;
** კორპორაციული საჩუქრები და გასვლები.

სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო-ვაკეს ტერიტორია
სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00 სთ, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** გუნდთან ერთად მარკეტინგული და ბრენდ სტრატეგიების შემუშავება, ბიუჯეტირება და განხორციელება;
** კონკურენტებისა და სამომხმარებლო ბაზრის ტენდენციების იდენტიფიცირება;
** ბრენდ პორტფოლიოს მართვა, განვითარება და ახალი ბრენდების განვითარების სტრატეგიის შემუშავება;
** გაყიდვების წერტილებში სათანადო საკითხების უზრუნველყოფა;
** ბაზარზე ბრენდის ცნობადობისა ამაღლების მიზნით მარკეტინგული აქტივობების ეფექტური დაგეგმარება და განხორციელება სხვადასხვა საკომუნიკაციო არხების მხარდაჭერით; სოციალური ქსელების პოპულარიზაცია; მედიასთან და სააგენტოებთან კომუნიკაცია;
** მჭიდრო კომუნიკაცია სამედიცინო და სილამაზის სფეროს ყველა ცნობილ პირთან და მათ წარმომადგენლებთან;
** შედეგების ანალიზი და ანგარიშგება მენეჯმენტისთვის

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - მარკეტინგის მიმართულებით;
** გამოცდილება - სასურველია ფარმაცევტულ სფეროში მარკეტინგის განყოფილება, მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე სავალდებულოა;
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა სავალდებულოა;
** სასურველია საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობის გამოცდილება.

უნარები:

** დაგეგმვის, ანალიზის, განხორციელების და შეფასების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მოლაპარაკების უნარი;
** კრეატიული აზროვნება და პრობლემის გადაჭრის უნარი;
** ორატორული უნარი, პრეზენტაციების გამართვისა და საჯარო გამოსვლების ტექნიკის ცოდნა და გამოცდილება.

"არტფარმას" პორტფოლიოში წარმოდგენილია ევროპაში აპრობირებული და ისეთი მოხმარებადი ბრენდები, როგორებიცაა: ნიუ ნორდიკი, ვიტაფეროლი, ვიტრუმი, ნეუტრადერმი და სხვა.

ჩვენი მიზანია ჯანმრთელობაზე ზრუნვის თანამედროვე მოდელის შექმნა და დამკვიდრება საქართველოს ფარმაცევტულ სფეროში ინოვაციებისა და ახალი ბრენდების განვითარების კუთხით. კომპანია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიური, პროფესიონალი, გამოცდილი თანამშრომლებით და ორიენტირებულია მათ ზრდა-განვითარებაზე.

კანდიდატთა შერჩევა

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს. მოთხოვნებთან შესაბამისობისა და დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელფოსტაზე: vacancy@artpharma.ge 2025 წლის 26 სექტემბრის ჩათვლით.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 6 თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

"არტ ფარმა" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია