Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=660982&print=yes&view=jobs
 
ელკომერციის ციფრული მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ელკომერციის ციფრული მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: იმპექსი
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო / ბოლო ვადა: 11 სექტემბერი
სააფთიაქო ქსელი "იმპექსი" სწრაფად მზარდი ქსელია, რომელიც წარმოდგენილია მთელი საქართველოს მასშტაბით და მოიცავს 110-ზე მეტ თანამედროვე კონცეფციის აფთიაქს და აერთიანებს 1300-ზე მეტ დასაქმებულს. ქსელის დამფუძნებელ კომპანიას შპს "იმპექსფარმს" ფარმაცევტულ ბაზარზე აქვს წარმატებით ფუნქციონირების 25 წლიანი გამოცდილება.

დღესდღეობით, კომპანია ახორციელებს ექსკლუზიური მედიკამენტების, სამედიცინო ტექნიკის, კოსმეტიკის, კანისა და თმის მოვლის საშუალებების იმპორტს მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნიდან. "იმპექსფარმი" თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან 100-ზე მეტ მედიკამენტების მწარმოებელ კომპანიასთან, რომლებიც საერთაშორისო ფარმაცევტული სტანდარტით (GMP) აწარმოებენ მედიკამენტებს. კომპანია ფლობს საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატს - ISO 9001:2015.

სააფთიაქო ქსელი "იმპექსი" აცხადებს ვაკანსიას ელკომერციის ციფრული მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** კომპანიის ინტეგრირებული საკომუნიკაციო გეგმის შესაბამისი ციფრული მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება, მართვა და მონიტორინგი;
** კომპლექსური ონლაინ მარკეტინგის და გაყიდვების წახალისების სტრატეგიების დაგეგმვა და განხორციელება;
** SEO და SEM ელექტრონულ მარკეტინგის ზედამხედველობა, კერძოდ ელ. კომერციის საიტის ოპტიმიზაცია საძიებო სისტემებისთვის ორგანული ტრაფიკის გასაზრდელად, ასევე, Pay-Per-Click (PPC) რეკლამების კამპანიების, როგორიცაა Google Ads და Display Ads-ების დაგეგმარება და განხორციელება ახალი მომხმარებლების მოსაზიდად;
** ელკომერციის საიტის და აპლიკაციის კონტენტის შექმნის კოორდინირება SEO პრინციპების დაცვით;
** SMM სოციალური მედია კამპანიების დაგეგმვა, მართვა და დაოპტიმიზირება, როგორც მობაილ, ასევე ვებარხებისთვის (Meta, Google A Google Ads, TikTok, და ა.შ.) მაღალი კონვერტაციის შედეგების მისაღწევად კომპანიის მარკეტინგისა და კორპორაციული კომუნიკაციების განყოფილების შესაბამის თანამშრომლებთან კოორდინირებით;
** E-mail მარკეტინგი: მომხმარებელთა ბაზების ანალიზი და მათი სეგმენტაცია, ელფოსტის მარკეტინგული კამპანიების შემუშავება (Newslletters, Special Offers), პერსონალიზებული შეტყობინებების გაგზავნა, კამპანიების ანალიზი და შედეგების გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** მომხმარებლის გამოცდილების (UX) გაუმჯობესებაზე უწყვეტი ზრუნვა;
** ციფრული ტენდენციების უწყვეტი მონიტორინგი და შესაძლებლობების აღმოჩენა, დანერგვა;
** მარკეტინგული კამპანიების შედეგების და ეფექტურობის მონიტორინგი და ანალიზი, ბიუჯეტის ოპტიმიზაცია, ROAS, CPA, CPC და ციფრული მარკეტინგის სხვა ძირითადი საკვანძო KPI-ის და მეტრიკების ანალიზი და გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** სხვა საჭირო დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია განათლება ბიზნეს ადმინისტრირებაში, მარკეტინგის ან ციფრული მარკეტინგის მიმართულებით;
** მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება ციფრული მარკეტინგის მიმართულებით (Meta Ads, Google Ads, Youtube Ads);
** SEO, SEM, E-mail მარკეტინგის, ასევე Remarketing-ის და Retargetig-ის საფუძვლიანი ცოდნა და გამოცდილება;
** ე.წ. data-driven Marketing ანალიტიკური უნარები და შესაბამისი ინსტრუმენტების გამოყენების გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა მინ. B2 დონეზე

პიროვნული მახასიათებლები და უნარები:

** შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
** ელკომერციის ედვერთაიზინგის გამოცდილება;
** შედეგებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** პროექტების მართვის უნარი და გუნდურობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: vacancy@myimpex.ge

გთხოვთ, მეილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: ელკომერციის ციფრული მარკეტინგის მენეჯერი.

ვაკანსიაზე განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 11 სექტემბერი, 2025წ.

შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება ჩაინიშნება 9 სექტემბრიდან 16 სექტემბრამდე.

გაცნობებთ, რომ შ.პ.ს. "იმპექსფარმი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, ასევე მიმდინარე ან სამომავლო პერიოდში პირის სამსახურში აყვანის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 6 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა/განადგურება, გთხოვთ მოგვმართოთ წერილობით ან ელფოსტაზე vacancy@myimpex.ge. განცხადების ფორმით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია