Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=660946&print=yes&view=jobs
 
ბარისტა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარისტა
მომწოდებელი: CAF
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო / ბოლო ვადა: 26 სექტემბერი
"CAF"-ი აცხადებს ვაკანსიას ბარისტას პოზიციაზე.

პირობები:

** სამუშაო განრიგი: 8-საათიანი ცვლა, 2/2-ზე
** ხელფასი ხელზე ასაღები: 1 საათი - 8 ₾ პირველი 2 თვე, + თიფსი; 2 თვის შემდგომ, 1 საათი - 9 ₾, + თიფსი.
** დამატებითი დეტალები გასაუბრებისას.

"CAF"-ი გთავაზობთ მეგობრულ გუნდს, სტაბილურ სამუშაო პირობებს და პროფესიული ცოდნის გაღრმავებას!

ჩვენი ყავის მაღაზიის მისამართია: თბილისი, მელიქიშვილის 14, დოდო აბაშიძის სკვერი, https://maps.app.goo.gl/YQmPeTJw93Jr6S7k9?g_st=ic

აუცილებელი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** ბარისტას პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 8 თვე;
** ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა;
** კარგი კომუნიკაციისა და სტუმართმასპინძლობის უნარი;
** პუნქტუალურობა, დეტალებზე ორიენტირება (მნიშვნელოვანია);
** პასუხისმგებლობა და, რაც მთავარია, სწავლისა და განვითარების დიდი სურვილი.

ფუნქცია-მოვალეობები და პასუხისმგებლობა:

** მენიუში არსებული პროდუქტების და მათი მომზადების წესების სრულყოფილი ცოდნა;
** სამუშაო სივრცის სისუფთავის უზრუნველყოფა და მუდმივი კონტროლი;
** პროდუქციის გაყიდვა;
** პუნქტუალურობა (მნიშვნელოვანია);
** მენეჯერის დავალების შესრულება.

თუ გაქვთ სურვილი დასაქმდეთ ჩვენს კაფეში, გაიღრმავოთ ცოდნა სასმელების დამზადებაში და გახდეთ ჩვენი გუნდის სრულფასოვანი წევრი!

ხართ მეგობრული და სტუმართმოყვარე! მზად ხართ გულითადად გაუმასპინძლდეს ჩვენი მაღაზიის თითოეულ სტუმარს და მოადუღოთ საოცრად მეგობრული ყავა ჩვენთან ერთად!

გამოგვიგზავნეთ თქვენი ფოტო-სურათიანი CV ჩვენს ელფოსტაზე info@caf.ge სათაურით: "ბარისტა"
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია