დასახელება:
ბანაკის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
მწვანე ბანაკი
|
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 26 სექტემბერი
|
ვინ ვართ ჩვენ?
"მწვანე ბანაკი" 8 წელია ზრუნავს ბავშვების საზაფხულო და ზამთრის ბანაკების ორგანიზებაზე.
მწვანე ბანაკი არის საზაფხულო და ზამთრის ბანაკები 7-17 წლის ბავშვებისთვის/მოზარდებისთვის. ჩვენი მიზანია შევქმნათ უსაფრთხო, მხარდამჭერი და განმავითარებელი გარემო, სადაც ბავშვები აღმოაჩენენ საკუთარ შესაძლებლობებს, ისწავლიან გუნდურ მუშაობას, შეიძენენ ახალ უნარებს.
ჩვენ ვთავაზობთ პიროვნული განვითარების პროგრამას (გუნდური და ინდივიდუალური გამოწვევებით), შემოქმედებით დავალებებს, სპორტულ აქტივობებს. პროგრამა მიზნად ისახავს დაეხმაროს ბავშვს, უმტკივნეულოდ და მხარდაჭერით გამოვიდნენ კომფორტის ზონიდან, ისწავლონ ემოციების მართვა, კომუნიკაციები თანატოლებთან და გაიძლიერონ პიროვნული უნარები.
ჩვენი გუნდი შედგება გამოცდილი ახალგაზრდული მუშაკებისგან (youth workers), რომელთაც წელიწადში ორჯერ - შემოდგომასა და გაზაფხულზე ვუტარებთ ტრენინგებს, ასევე, პერიოდულად ვზრდით გუნდს ახალი წევრებით.
პოზიცია: ბანაკის მენეჯერი
ჩვენი ღირებულებებია:
** ბავშვის/მოზარდის საუკეთესო ინტერესებზე ზრუნვა
** ბავშვის/მოზარდის დეფიციტის დანახვა და მისი კომპენსაცია
** მხარდამჭერი, ჯანსაღი, თვითგანვითარების ხელშემწყობი გარემოს შექმნა
** ემოციური ინტელექტისა და პიროვნული ზრდის ხელშეწყობა
** პოზიტიური აღზრდის მიდგომები (აღზრდის ავტორიტეტული - და არა ავტორიტარული - სტილი)
** ბავშვებთან მომუშავე ახალგაზრდების მუდმივ განვითარებაზე ზრუნვა
ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და პასუხისმგებლიან ადამიანს, რომელიც გახდება ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი წევრი. ეს არ არის მხოლოდ სეზონური სამუშაო — ეს არის შანსი, რომ შემოხვიდე იდეებით სავსე სივრცეში და ბანაკის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანო.
რა იქნება შენი საქმე:
** ბანაკის გუნდში მომუშავე ადამიანების მართვა, მათი მოტივირება, სამუშაო პირობების დახვეწა/შემუშავება
** გუნდის სტაბილურობის სტრატეგიაზე ზრუნვა და მომზადებული თანამშრომლების სეზონიდან სეზონამდე შენარჩუნება
** მოლაპარაკებების წარმოება პარტნიორებთან
** არასეზონური პერიოდის დატვირთვა პროექტებით, კოლაბორაციებითა და ღონისძიებებით
** ბანაკის საოპერაციო პროცესების მონიტორინგი და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა გრძელვადიან პერსპექტივაში
** შიდა სტანდარტებისა და კულტურის შემუშავება/გაუმჯობესება
** ბანაკის ზრდის პროცესში მონაწილეობა - ახალი იდეების განვითარება და პროექტების განხორციელება
რას ვაფასებთ შენში:
** ლიდერულ უნარებს და გუნდთან მუშაობის გამოცდილებას
** ორგანიზებულობასა და პასუხისმგებლობის გრძნობას
** სურვილს, შექმნა რაღაც მეტი, ვიდრე უბრალოდ სეზონური სამუშაო
** ბავშვებთან კომუნიკაციის უნარი მნიშვნელოვანია, თუმცა მთავარია შენი სტრატეგიული ხედვა და გუნდური მართვის გამოცდილება - დანარჩენს ჩვენ გასწავლით
** უპირატესობა მიენიჭებათ ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკისა და ახლოს მყოფი სფეროების განათლების მქონე კანდიდატებს.
რატომ ჩვენთან:
** მეგობრული, მოტივირებული და შემოქმედებითი გარემო
** შენი იდეების რეალიზების შესაძლებლობა
** პარტნიორობა, სადაც შენს აზრს რეალურად აქვს გავლენა
** ბანაკის ცხოვრებასთან ერთად სასიამოვნო სამუშაო ატმოსფერო
** თუ გსურს გახდე გუნდის ნაწილი, სადაც ყოველი დღე ახალი გამოწვევაა და შენი საქმიანობა ბავშვებისა და გუნდის განვითარებას მოემსახურება, მაშინ გელით!
სამუშაო პირობები:
** გრაფიკი სეზონზე: სრული
** გრაფიკი არასეზონზე: მოქნილი
** ანაზღაურება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით, საწყის ეტაპზე ფიქსირებული, განვითარებასთან ერთად, მზარდი პერსპექტივით
გაგვიცანი უკეთ:
** https://www.facebook.com/mtsvanebanaki
** Instagram: greencamp_mtsvanebanaki
** TikTok: greencamp_mtsvanebanaki
საკონტაქტო: 555171174
CV გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელფოსტაზე: info@green-camp.ge
|
|
|
|