Робота для біженців з України
პრისელერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრისელერი
მომწოდებელი: Premix
გამოქვეყნდა: 25 აგვისტო / ბოლო ვადა: 25 სექტემბერი
შპს "PREMIX" ავტო ნაწილების მაღაზიათა ქსელი და მსუბუქი ავტომობილების სერვისი, ჩვენ ვყიდით 30-ზე მეტ განსხვავებული კატეგორიის ავტო ნაწილს, რაც გულისხმობს 40 000-მდე დასახელების პროდუქტს. ვართ ყველა წარმოდგენილი ბრენდის ოფიციალური დისტრიბუტორი და ჩვენთან გაქვთ შესაძლებლობა შეიძინოთ ორიგინალი, მაღალი ხარისხის პროდუქტი. შპს "PREMIX"-ის შექმნისას გვჯეროდა რომ — სანდოობა, საქმისადმი ერთგულება და ადამიანური დამოკიდებულება ნებისმიერი წარმატების საწყისია. ყველაფერი კი 2002 წლის 4 დეკემბერს დაიწყო. შპს "PREMIX" შეიქმნა იმ სურვილით, რომ საქართველოში იარსებებდა ადგილი, სადაც ხარისხიანი, ორიგინალი ავტონაწილები, სანდო ავტო სერვისი და ადამიანური დამოკიდებულება ერთ სივრცეში შეხვდებოდა ერთმანეთს. შპს "PREMIX"-ის გუნდი, რომელიც ყოველდღიურად გულით ქმნის დიდ საქმეს.

შპს "პრემიქსი" აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 09:30-დან 18:30-მდე;
შრომის ანაზღაურება: პირველი სამი თვე ფიქსირებული, შემდგომ ფიქსირებული + ბონუსი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ახალი კლიენტების მოძიება, პოტენციალის შეფასება, ლიმიტების და ანგარიშსწორების პირობების განსაზღვრა;
** სავაჭრო ქსელებში გრაფიკის მიხედვით ვიზიტების განხორციელება, კლიენტებისთვის პროდუქციის მახასიათებლების, ფასების, საგარანტიო პირობების გაცნობა, შეკვეთების აღება;
** კლიენტების მიერ დებიტორული დავალიანებების დროული და სრული დაფარვის უზრუნველყოფა;
** პროდუქციის თვისებების, მახასიათებლების, საგარანტიო პირობების შესწავლა, პროდუქციის გაყიდვის მიზნით;
** სავაჭრო ქსელებში პროდუქციის სტანდარტების მიხედვით განთავსების უზრუნველყოფა;
** კონკურენტებზე ინფორმაციის მოძიება;
** ყოველთვიური გაყიდვების გეგმების და სხვა დაგეგმილი ამოცანების შესრულება;

აუცილებელი მოთხოვნები:

** ქართულ ენაზე გამართულად მეტყველებისა და წერის უნარი (საკომუნიკაციო უნარები)
** გაყიდვების/მომსახურების/საავტომობილო სფეროში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა
** B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა;
** საკუთარი ავტომობილის ჰქონდა;

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა და მოქნილობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა მოგვაწოდეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: HR@premix.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: https://www.facebook.com/profile.php?id=61575439306160
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე