Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=660885&print=yes&view=jobs
 
ვიდეოგრაფი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვიდეოგრაფი
მომწოდებელი: ალპაკა
გამოქვეყნდა: 25 აგვისტო / ბოლო ვადა: 25 სექტემბერი
სააქციო საზოგადოება "ალპაკა" პირველი ქართული სპეციალიზებული SEO სააგენტოა, რომლის მთავარი ამოცანა ბიზნესების ზრდა, განვითარება და ცნობადობის ამაღლებაა.

საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის მიზანია ვებსაიტი რელევანტურ საძიებო სიტყვებზე გამოჩნდეს საძიებო შედეგების (მაგ: Google, Bing, Yahoo) პირველი ადგილზე, რაც ავტომატურად ნიშნავს დიდი რაოდენობით ვიზიტორს.

შპს "ალპაკა" აცხადებს ვაკანსიას ვიდეოგრაფის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, რამაზ ჩხიკვაძის N16
სამუშაო გრაფიკი: სრული, 09:00-18:00
ანაზღაურება: 2000-3000 ლარი (NET)

მოკლე აღწერა:

ჩვენ ვეძებთ კრეატიულ და განვითარებაზე ორიენტირებულ ვიდეოგრაფს, რომელიც ალპაკას მარკეტინგის გუნდთან ერთად შექმნის შთამბეჭდავ ვიზუალურ ისტორიებს, რომელსაც სურს მიიღოს მონაწილეობა მრავალფეროვან პროექტებში და განავითაროს როგორც ტექნიკური უნარები, ასევე შემოქმედებითი ხედვა. შემოგვიერთდი, რათა ერთად გავაცოცხლოთ იდეები!

ფუნქცია-მოვალეობები:

** მარკეტინგის გუნდთან თანამშრომლობა ვიდეო და ფოტო მასალის შესაქმნელად;
** ვიდეო პროექტების დაგეგმვა და განხორციელება კომპანიის საჭიროებების გათვალისწინებით;
** აღჭურვილობის, განათების, ხმის და მონტაჟის სისტემების მართვა;
** კომპანიისთვის ფოტო/ვიდეო მასალის გადაღება (სოციალური ქსელებისთვის, სარეკლამო ვიდეოები და სხვა);
** გადაღებული მასალის მონტაჟი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** Adobe Premiere-ის, After Effects-ის ცოდნა;
** DaVinci Resolve-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** პორტფოლიო, რომელიც აჩვენებს შემოქმედებითობასა და ტექნიკურ უნარებს;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** მზარდ ანაზღაურებას + Stock option-ებს;
** პროფესიონალ ადამიანებთან მუშაობასა და მუდმივ განვითარებას;
** დინამიურ გარემოსა და საინტერესო პროექტებზე მუშაობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი და გამოაგზავნოთ პორტფოლიო - https://alpaca.ge/vacancy/videographer/

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია