დასახელება:
ციფრული მარკეტერი
|
მომწოდებელი:
ლიდერ კრედიტი
|
გამოქვეყნდა: 25 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 25 სექტემბერი
|
"მისო ლიდერ კრედიტი" წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას საქართველოს ბაზარზე. კომპანია მოიცავს საქართველოს მასშტაბით 44 ფილიალს და 400-ზე მეტ თანამშრომელს.
შემოუერთდით მაღალკვალიფიციურ, კომპენტენტურ და წინსვლაზე ორიენტირებულ გუნდს!
შპს მისო "ლიდერ კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას ციფრული მარკეტერის პოზიციაზე.
მდებარეობა: ქ. თბილისი, ალ.ყაზბეგის გამზ. 10
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციის მიხედვით;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მარკეტინგის ხელმძღვანელთან ერთად, ციფრული სტრატეგიის განსაზღვრა/შემუშავება, დაგეგმვა და განხორციელების მონიტორინგი;
** ინტერნეტ სივრცეში სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, ბიუჯეტირება და მონიტორინგი;
** ციფრული არხების (Facebook, Google, Youtube, Instagram, LinkedIn) მართვა და ოპტიმიზაცია;
** ოპტიმიზაციის რეპორტინგი: კამპანიის მონიტორინგისა და გაუმჯობესებული გადაწყვეტილებისთვის დეტალური ანგარიშების შემუშავება და ანალიტიკა;
** Google analytics-ში კომპანიის ვებგვერდის ტრაფიკის მონიტორინგი და რეპორტინგი.
** მარკეტინგის გუნდთან ერთად, სხვადასხვა მარკეტინგულ აქტივობებში/ღონისძიებებში მონაწილეობა;
** მოთხოვნისამებრ, ყოველთვიური რეპორტების მომზადება.
ჩვენ ვეძებთ თანამშრომელს:
** უმაღლესი განათლებით;
** დახვეწილი წერითი და ზეპირი კომუნიკაციით;
** ინგლისურის ენის მინ. B2 დონეზე ცოდნით;
** პასუხისმგებლობიანს;
** ორგანიზებულს და შედეგებზე ორიენტირებულს;
** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტურად მართვის უნარით;
** ამავე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილებით;
** META Ads Manager, Google Ads, Google Analytics, Google Tag manager, Remarketing ცოდნით;
** ბიუჯეტის მართვისა და ოპტიმიზაციის გამოცდილებით;
** CRM პროგრამაში მუშაობა ჩაითვლება უპირატესად.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 25 სექტემბერი.
შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ეტაპობრივად, დედლაინამდე, შესაბამისად უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: hr@leadercredit.ge, სათაურის ველში (subject line) მიუთითეთ შესაბამისი პოზიციის დასახელება
დამატებითი ინფორმაცია, ჩვენი ორგანიზაციის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-მისამართზე: http://www.leadercredit.ge
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
მნიშვნელოვანი შეტყობინება:
გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გაგზავნით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს შპს მისო ლიდერ კრედიტის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამიად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს მისო ლიდერ კრედიტ-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვისა.
თუ თქვენ ხართ წინააღმდეგი, რომ თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან/და გსურთ შპს მისო ლიდერ კრედიტ-მა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელ.ფოსტის მეშვეობით: hr@leadercredit.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: 0322 730073 (*010).
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|