Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=660871&print=yes&view=jobs
 
მთავარი ბუღალტერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: Tempo Holding
გამოქვეყნდა: 25 აგვისტო / ბოლო ვადა: 30 აგვისტო
"Tempo Holding" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: ბათუმი
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00
სფერო: დეველოპმენტი/სამშენებლო სექტორი

ჩვენს შესახებ:

"Tempo Holding" - სამშენებლო და დეველოპერული კომპანია, რომელიც აერთიანებს თანამედროვე არქიტექტურას, ხარისხიან მშენებლობასა და პასუხისმგებლობიან მიდგომას ქალაქის განვითარებაში. ჩვენი მიზანია, შევქმნათ მაღალი კლასის საცხოვრებელი სივრცეები, რომლებიც პასუხობს არა მხოლოდ დღევანდელ, არამედ სამომავლო მოთხოვნებსაც.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე. ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმი, სანდოობა და განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვა. ჩვენ გვჯერა, რომ ძლიერი გუნდი ქმნის ძლიერ პროექტებს - სწორედ ამიტომ ვეძებთ ასეთივე ღირებულებებზე დაფუძნებულ პროფესიონალს.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის საბუღალტრო და ფინანსური პროცესების სრულად მართვა
** ბუღალტრული გატარებების სწორად შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა
** საგადასახადო დეკლარაციების დროული და ზუსტი მომზადება და წარდგენა
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების მართვა, კონტროლი და ანალიზი
** ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშგების მომზადება
** ბიუჯეტის შედგენაში აქტიური მონაწილეობა და მიმდინარე მონიტორინგი
** მენეჯმენტისათვის საჭირო სპეციფიკური ფინანსური რეპორტების პერიოდულად მომზადება (მათ შორის ქეშფლოუ, ფინანსური პროგნოზები, deviation report-ები და სხვ.)
** თანამშრომლობა გარე აუდიტორებთან, საგადასახადო ორგანოებთან და ბანკებთან
** კომპანიის ფინანსური პროცესების შესაბამისობის უზრუნველყოფა ადგილობრივ კანონმდებლობასა და IFRS სტანდარტებთან
** შიდა ბუღალტრული პროცედურების განვითარება და ოპტიმიზაცია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსებში, ბუღალტერიაში ან ეკონომიკაში
** არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება ბუღალტრულ საქმიანობაში, მათ შორის მინიმუმ 2 წელი ხელმძღვანელ პოზიციაზე
** სამშენებლო და/ან დეველოპერულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** საბუღალტრო პროგრამების (Orisi, FMG) ცოდნა — აუცილებელი
** IFRS სტანდარტების ცოდნა და მათი პრაქტიკაში გამოყენების უნარი
** MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა — ფინანსური მოდელირებისა და ანალიტიკური რეპორტების მომზადების შესაძლებლობით
** დეტალებზე ორიენტირებულობა, დამოუკიდებლად მუშაობის უნარი და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** უცხო ენების (რუსული/ინგლისური) ცოდნა ჩაითვლება უპირატესად

რას გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კონკურენტული ანაზღაურება
** სტაბილური და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო
** მეგობრული და პროფესიონალი გუნდი

განაცხადის წარდგენა:

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: n.mamuchadze@tempoholding.ge ხოლო საგნის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადების მიღება დასრულდება: 30 აგვისტო, 2025

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.

გაცნობებთ, რომ ინფორმაციის ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნის გზით, თქვენ ადასტურებთ პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. გამოგზავნილი რეზიუმეები კომპანიაში ინახება არა უმეტეს 6 თვისა. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილული იქნას კომპანიის სხვა პოზიციებზე არსებობის შემთხვევაში კომპეტენციის შესაბამისად.

"ტემპო ჰოლდინგი" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია