დასახელება:
ოფისის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
SmartPharm
|
გამოქვეყნდა: 25 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 25 სექტემბერი
|
"Smartpharm" ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც დაფუძნებულია 2012 წელს და ეწევა ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტსა და დისტრიბუციას მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანია ორიენტირებულია სტაბილურ განვითარებაზე, ფარმაცევტული პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდასა და სამომხმარებლო სერვისების გაუმჯობესებაზე. დღეის მდგომარეობით "SmartPharm" მთელი საქართველოს მასშტაბით 1000-მდე აფთიაქთან, მსხვილ ფარმაცევტულ ბაზებთან და სამედიცინო დაწესებულებებთან თანამშრომლობს და ერთ-ერთი ძლიერი დამსაქმებელია ფარმაცევტულ ბაზარზე კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების თვალსაზრისით.
კომპანია "Smartpharm" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, გიორგი სააკაძის II გასასვლელი 1ა.
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად გასაუბრების საფუძველზე.
სამუშაოს აღწერილობა:
ჩვენ ვეძებთ ორგანიზებულ, კომუნიკაბელურ და დეტალებზე ორიენტირებულ ოფისის მენეჯერს, რომელიც შეძლებს უზრუნველყოს ოფისის ყოველდღიური საქმიანობის გამართული ფუნქციონირება. ოფისის მენეჯერი პასუხისმგებელი იქნება ადმინისტრაციული პროცესების მართვაზე, თანამშრომლების მხარდაჭერაზე და კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნაზე ზრუნვა;
სამუშაო ადგილი: თბილისი, გიორგი სააკაძის II გასასვლელი 1ა.
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად გასაუბრების საფუძველზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის ადმინისტრაციულ საქმიანობასთან დაკავშირებული კორესპონდენციის მართვა (როგორც ელექტრონული, ისე ფაქტობრივი);
** კომპანიის ადმინისტრაციული დოკუმენტების დაარქივება და ელექტრონული ბაზების შექმნა;
** კომპანიის ადმინისტრაციული და საოფისე ინვენტარის შეძენა და გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** ადმინისტრაციული პროცესების გამართული მუშაობის მიზნით შესაბამისი სერვის-პროვაიდერებთან კომუნიკაცია;
** სამუშაო შეხვედრებისთვის საორგანიზაციო საკითხების მომზადების უზრუნველყოფა;
** კომპანიის სტრუქტურულ ერთეულებთან და თანამშრომლებთან კომუნიკაცია სამუშაოს ეფექტიანი შესრულების უზრუნველსაყოფად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ;
** აუცილებელია ინგლისური ენის კარგად ცოდნა. რუსული -სასურველია.
** Microsoft საოფისე პროგრამების ცოდნა;
უნარები/პიროვნული თვისებები:
** ორგანიზებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.
"Smartpharm" გაძლევთ შესაძლებლობას იმუშაოთ ახალგაზრდა, კრეატიული და დინამიური კადრებით დაკომპლექტებულ გუნდში, რომლებიც ფლობენ გამოცდილებას ფარმაცევტული და ჯანდაცვის სერვისების მიმართულებით. ორგანიზაცია ზრუნავს და ხელს უწყობს თანამშრომელთა კარიერულ განვითარებას. კომპანია თანამშრომლებს უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტით.
შერჩევა მოიცავს რამდენიმე ეტაპს:
** CV (რეზიუმე) გადარჩევა;
** ინდივიდუალური გასაუბრება;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ელ.ფოსტაზე: hr@smartpharm.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ოფისის მენეჯერი" და რეზიუმესთან ერთად ატვირთოთ რეკომენდაციის წერილი წინა სამსახურიდან, რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
"Smartpharm" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|