Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=660848&print=yes&view=jobs
 
ფარმაცევტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფარმაცევტი
მომწოდებელი: ავერსი
გამოქვეყნდა: 25 აგვისტო / ბოლო ვადა: 25 სექტემბერი
კომპანია "ავერსი" აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის პოზიციაზე ქ. თბილისში.

კომპანია "ავერსი" მრავალი წლის განმავლობაში ახერხებს ერთგულ მომხმარებლებთან ნდობის შექმნასა და შენარჩუნებას. ჩვენთვის მთავარი ღირებულებაა პროფესიონალიზმი, მაღალი ხარისხის მომსახურება და ზრუნვა ჯანმრთელობაზე. თუ გსურთ, იყოთ გუნდის წევრი, სადაც თქვენი პროფესიული ცოდნა და ადამიანური დამოკიდებულება განსაკუთრებით ფასობს, ეს ვაკანსია თქვენთვისაა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებელთა მაღალხარისხიანი მომსახურება და ფარმაცევტული კონსულტაცია;
** მედიკამენტებზე ფასების, ფასდაკლებებისა და აქციების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება; საჭიროების შემთხვევაში შემცვლელი პრეპარატების შეთავაზება;
** პროდუქციის ნაშთების კონტროლი და შიდა აღწერაში მონაწილეობა;
** პროდუქციის განთავსება ინსტრუქციების შესაბამისად.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფარმაცევტული/სამედიცინო/ საბუნებისმეტყველო, ჯანდაცვის მიმართულებით ან საშუალო სპეციალიზებული სამედიცინო განათლება
** სასურველია აფთიაქში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენის ფლობა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** გამართული მეტყველება ქართულ ენაზე;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი, თავაზიანობა, ოპერატიულობა და გაწონასწორებულობა.

რას გთავაზობთ:

** სტაბილური და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო;
** პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა;
** მეგობრული გუნდი და კომპანიაში დამკვიდრებული ჯანსაღი კორპორაციული კულტურა.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე ani.kenchuashvili@aversi.ge ან წარმოადგინოთ საბუთები 11.00სთ-დან 15.00სთ-მდე

** ფოტოსურათი 3X4 1ც.;
** დიპლომის ასლი;
** პირადობის მოწმობის ასლი;
** სარეკომენდაციო წერილები

მისამართზე: ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16;
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576); 577 373161; 577 362308

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 25.09.2025 წელი. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.

CV-ს ან/და სხვა პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში კანდიდატს ავტომატურად ენიჭება შემდეგი უფლებები: პერსონალური მონაცემების მიღების უფლება; მონაცემების გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება; მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება; მონაცემთა დაბლოკვის უფლება; მონაცემთა გადატანის უფლება; თანხმობის გამოხმობის უფლება; გასაჩივრების უფლება.

ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/DFQKttnYJL
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია