Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=660842&print=yes&view=jobs
 
IT მხარდაჭერის სპეციალისტი - საგურამო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: ქართული ლუდის კომპანია
გამოქვეყნდა: 25 აგვისტო / ბოლო ვადა: 24 სექტემბერი
სს "ქართული ლუდის კომპანია" აცხადებს ვაკანსიას IT მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: მცხეთა, საგურამო
განაკვეთის ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროგრამებისა და დრაივერების ინსტალაცია და განახლება;
** სამუშაო ადგილის მომზადება: PC, მონიტორები, პერიფერია;
** პრინტერების, სკანერების და სხვა მოწყობილობების დაკავშირება;
** ქსელის კაბელების აწყობა (RJ-45);
** PC-ის საბაზისო დიაგნოსტიკა: კომპონენტების შემოწმება, მარტივი გაუმართაობის აღმოჩენა და აღმოფხვრა;
** ტექნიკის მდგომარეობის აღრიცხვა და ინფორმაციის გადაცემა;
** სხვა ყოველდღიური დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** Windows-ის ცოდნა მოწინავე მომხმარებლის დონეზე;
** პროგრამების ინსტალაციისა და პერიფერიის დაყენების უნარი;
** ქსელის კაბელების აწყობისა და ტესტერის გამოყენების ცოდნა;
** კომპიუტერის საბაზისო სქემატექნიკის გაგება და მინიმალური დიაგნოსტიკის ჩატარება;
** უცხო ენის ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** ყურადღებიანობა და სიზუსტე.

სამუშაო პირობები:

** ტრანსპორტირება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კვება.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@geobeer.ge.

აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
განცხადების წარდგენის საბოლოო ვადაა 2025 წლის 24 სექტემბერი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენი რეზიუმე შესაძლოა დამუშავდეს და შენახულ იქნას ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის დაშვების მიზნით, "პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

თქვენ ასევე თანხმობას აცხადებთ, რომ სს "ქართული ლუდის კომპანიამ" თქვენი კანდიდატურა განიხილოს შეინახოს და გამოიყენოს სს "ქართული ლუდის კომპანიის" მიერ გამოცხადებული სხვა ვაკანტური პოზიციების შევსების მიზნით, გარდა იმ პოზიციისა, რომელზეც გამოაგზავნეთ რეზიუმე. იმ შემთხვევაში თუკი წინააღმდეგი ხართ სს "ქართული ლუდის კომპანიამ" დაამუშაოს თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემები, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ წერილობით გვაცნობოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@geobeer.ge, თქვენი სახელის და გვარის მითითებით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია