დასახელება:
იურიდიული დეპარტამენტის იურისტი
|
მომწოდებელი:
საქართველოს საპენსიო ფონდი
|
გამოქვეყნდა: 25 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 07 სექტემბერი
|
სსიპ "საქართველოს საპენსიო ფონდი" https://pensions.ge/ka/ აცხადებს კონკურს პირველი კატეგორიის სპეციალისტი - იურიდიული დეპარტამენტის იურისტი პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ა. პოლიტკოვსკაიას N14.
სამუშაო განაკვეთი: სრული
ფუნქცია-მოვალეობები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება:
** საქართველოს საპენსიო ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება ან/და სამართლებრივი ექსპერტიზა;
** საქართველოს საპენსიო ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებული შიდა ინსტრუქციების, წესების, ბრძანებების და სხვა დოკუმენტების მომზადება;
** ხელშეკრულებების/შეთანხმებების/მემორანდუმების (საქართველოს საპენსიო ფონდის როგორც საინვესტიციო, ასევე საოპერაციო მიმართულებით) მომზადება, სამართლებრივი ექსპერტიზა, მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება;
** საქართველოს საპენსიო ფონდში შემოსულ და გასულ კორესპონდენციასთან დაკავშირებული საქმის წარმოება (წერილების, განცხადებების, საპასუხო კორესპონდენციის მომზადება და ა.შ.);
** იურიდიული დასკვნების მომზადება;
** შესაბამისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს საპენსიო ფონდის წარმომადგენლობა და მისი ინტერესების დაცვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში, ადმინისტრაციულ ორგანოებში;
** საქართველოს საპენსიო ფონდის სამართლებრივი უზრუნველყოფისათვის, იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი იურიდიული განათლება (მაგისტრის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად);
** იურისტად მუშაობის არანაკლებ 4 წლიანი გამოცდილება, საფინანსო სექტორში იურისტად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის, საფინანსო სექტორის მარეგულირებელი კანონმდებლობის ცოდნა;
** ინგლისურენოვან დოკუმენტაციაზე (მათ შორის ხელშეკრულებები, შეთანხმებები, სხვა სახის გარიგებები) მუშაობის გამოცდილება;
** საუკეთესო კომუნიკაციის უნარები, მათ შორის წერილობით, ქართულად, ინგლისურად (C2 დონეზე);
** Microsoft Office და სხვა საოფისე პროგრამების ცოდნა.
კანდიდატს უნდა გააჩნდეს შემდეგი უნარ-ჩვევები:
** ძლიერი საკომუნიკაციო და მოლაპარაკების უნარები;
** სხვადასხვა საკითხებზე მოკლევადიან რეჟიმში ერთდროული მუშაობის უნარები;
** სამართლებრივი წერის მაღალი კულტურა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
კონკურსის ეტაპები:
** განაცხადების გადარჩევა;
** გასაუბრება.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე უნდა გამოაგზავნონ 2025 წლის 7 სექტემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: HR@pensions.ge საგნობრივ ველში მიუთითეთ შესაბამისი პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
განცხადება პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე
კანდიდატების პერსონალური მონაცემები დამუშავდება მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ან/და სხვა სააპლიკაციო დოკუმენტაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რაც შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის (მათ შორის, განათლების, კვალიფიკაციის და სხვა შრომითი უნარების შეფასების) და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით).
შემდგომ ეტაპებზე, შესაძლოა, დამატებით კანდიდატს მოეთხოვოს მის მიერ მითითებული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა. დასაქმების პროცესში მოპოვებულ ინფორმაციას საქართველოს საპენსიო ფონდი არ გადასცემს მესამე პირებს, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამ ვაკანსიაზე გამოხმაურებით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას, თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ მითითებული ფორმით და ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაცია სწორი, სრული და განახლებულია.
თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ აღნიშნული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს საპენსიო ფონდის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს ელ. ფოსტაზე: pdp@pensions.ge
|
|
|
|