დასახელება:
შესყიდვების მთ. სპეციალისტი - ადმინისტრაციული დეპარტამენტი
|
მომწოდებელი:
საქართველოს საპენსიო ფონდი
|
გამოქვეყნდა: 25 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 25 სექტემბერი
|
სსიპ "საქართველოს საპენსიო ფონდი" https://pensions.ge/ka/ აცხადებს კონკურს შესყიდვების მთავარი სპეციალისტი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის იურისტი პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ა. პოლიტკოვსკაიას N14.
სამუშაო განაკვეთი: სრული
ფუნქცია-მოვალეობები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება:
** სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული პროცესების სამართლებრივი თანხლება და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და სამართლებრივი ექსპერტიზა, მათ შორის ხელშეკრულების პროექტების მომზადება;
** სახელმწიფო შესყიდვების სატენდერო კომისიის წევრობა და შესაბამისი საქმიანობის განხორციელება;
** სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაციის მომზადება (მაგ. ბრძანებები, პროცედურები და ა.შ.);
** სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით შემოსულ და გასულ კორესპონდენციასთან დაკავშირებული საქმის წარმოება (წერილების, განცხადებების, საპასუხო კორესპონდენციის მომზადება და ა.შ.);
** შესაბამისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს საპენსიო ფონდის წარმომადგენლობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი იურიდიული განათლება (მაგისტრის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად);
** იურისტად მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
** სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
** სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის ცოდნა;
** ინგლისურენოვან დოკუმენტაციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საუკეთესო კომუნიკაციის უნარები, მათ შორის წერილობით, ქართულად, ინგლისურად;
** Microsoft Office და სხვა საოფისე პროგრამების ცოდნა.
კანდიდატს უნდა გააჩნდეს შემდეგი უნარ-ჩვევები:
** ძლიერი საკომუნიკაციო უნარები;
** სხვადასხვა საკითხებზე მოკლევადიან რეჟიმში ერთდროული მუშაობის უნარები;
** სამართლებრივი წერის მაღალი კულტურა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
კონკურსის ეტაპები:
** განაცხადების გადარჩევა;
** გასაუბრება.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე უნდა გამოაგზავნონ 2025 წლის 7 სექტემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: HR@pensions.ge საგნობრივ ველში მიუთითეთ შესაბამისი პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
განცხადება პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე
კანდიდატების პერსონალური მონაცემები დამუშავდება მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ან/და სხვა სააპლიკაციო დოკუმენტაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რაც შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის (მათ შორის, განათლების, კვალიფიკაციის და სხვა შრომითი უნარების შეფასების) და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით).
შემდგომ ეტაპებზე, შესაძლოა, დამატებით კანდიდატს მოეთხოვოს მის მიერ მითითებული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა. დასაქმების პროცესში მოპოვებულ ინფორმაციას საქართველოს საპენსიო ფონდი არ გადასცემს მესამე პირებს, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამ ვაკანსიაზე გამოხმაურებით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას, თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ მითითებული ფორმით და ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაცია სწორი, სრული და განახლებულია.
თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ აღნიშნული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს საპენსიო ფონდის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს ელ. ფოსტაზე: pdp@pensions.ge
|
|
|
|