დასახელება:
წარმოების ხელმძღვანელი
|
მომწოდებელი:
ჩემი ნენა
|
გამოქვეყნდა: 25 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 25 სექტემბერი
|
"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინის და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში და კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს, KTW აწარმოებს ღვინოს, ბრენდს, შუშხუნა ღვინოს და ჭაჭას ტრადიციული ქართული ტექნოლოგიებით, რომელიც შერწყმულია თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ეს კომპანიას აძლევს შესაძლებლობას შეინარჩუნოს ღვინის ძველი, უნიკალური გემო და შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით.
შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობის" შვილობილი კომპანია შპს "ჩემი ნენა" აცხადებს ვაკანსიას წარმოების ხელმძღვანელის პოზიციაზე.
მდებარეობა: 30% თბილისი, 70% ჩოხატაური
სამუშაო გრაფიკი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
** წარმოების პროცესების დაგეგმვა, ორგანიზება და მონიტორინგი
** ხარისხის კონტროლი და წარმოების სტანდარტების დაცვა
** თანამშრომელთა მართვა და კოორდინაცია
** მარაგების მართვა და ლოგისტიკასთან კოორდინაცია
** წარმოების ეფექტურობის ანალიზი და გაუმჯობესების პროცესების ინიცირება
** სხვადასხვა მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური ან ბიზნესის მიმართულებით)
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება წარმოების ან საწარმოო პროცესების მართვაში
** ლიდერული უნარები და ორგანიზებულობა
** გადაწყვეტილებების მიღების და კრიტიკული აზროვნების უნარი
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, ინგლისური (სასურველი)
ჩვენ გთავაზობთ:
** დინამიკურ და მზარდ გარემოში მუშაობას
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** კონკურენტულ ანაზღაურებას (დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე)
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 25 სექტემბერი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: hr@ktw.ge, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
"თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით."
|
|
|
|