დასახელება:
ექიმი-ლაბორანტი
|
მომწოდებელი:
სამედიცინო ლაბორატორია სინევო
|
გამოქვეყნდა: 25 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 25 სექტემბერი
|
ევროპული სამედიცინო ლაბორატორიების ქსელი "სინევო საქართველო" აცხადებს ვაკანსიას ექიმი-ლაბორანტის პოზიციაზე ქ. თბილისში.
ლოკაცია: ქ. თბილისი, წინანდლის 9
გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, დასვენების დღეები: კვირა, ორშაბათი
ძირითადი მოვალეობები:
** ნიმუშების მიღება, დამუშავება და მომზადება კვლევისთვის;
** ლაბორატორიული კვლევების სწორი წარმართვა;
** ინფორმაციის ანალიზის და გადაცემის უნარი;
** ხელმძღვანელის მიერ დავალებული, სამუშაოსთან დაკავშირებული, სხვადასხვა დამატებითი ფუნქციის შესრულება.
მოთხოვნები:
** პროფესიული (ექთანი/ლაბორანტი) ან უმაღლესი განათლება სამედიცინო/ბიოლოგიის სფეროში
** პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება ზოგად კლინიკურ და ლაბორატორიულ კვლევებში
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Mc Office)
** სასურველია ინგლისური ან რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
აუცილებელი უნარები:
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტური მართვის უნარი
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** შედეგებზე ორიენტაცია;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** შეცვლილ გარემოში ადაპტირების და გადაწყვეტილების მიღების უნარი.
დაინტერესებულ პირებს, რომელთა კვალიფიკაცია შეესაბამება ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ინგლისურ ან ქართულ ენაზე ელფოსტაზე:vacancy@synevo.ge გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
"სინევოში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "სინევოს" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
|
|
|
|