დასახელება:
პროფესიული განათლების მასწავლებელი
|
მომწოდებელი:
კოლეჯი ბლექსი
|
გამოქვეყნდა: 25 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 15 სექტემბერი
|
სსიპ კოლეჯი "ბლექსი" აცხადებს ვაკანსიას პროფესიული განათლების მასწავლებლის
(პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისთვის: ინფორმაციის ტექნოლოგია; კომპიუტერული ქსელი და სისტემები) პოზიციაზე.
მისამართი - ბათუმი, ლერმონტოვის ქ. N92ა
თანამდებობრივი სარგო - საათობრივი ანაზღაურება (1 საკონტაქტო საათის ანაზღაურება შეთანხმებით)
ადგილების რაოდენობა - 3
ფუნქციები - პროფესიული სტუდენტის სწავლება და შეფასება.
განათლება - პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება
საკვალიფიკაციო მოთხოვნა:
** პროფესიული განათლების მასწავლებლად შესაძლებელია დაინიშნოს პირი რომელსაც აქვს შესაბამისი პროგრამით/მოდულ (ებ)ით გათვალისწინებული მისაღწევი სწავლის შედეგების შესაბამისი პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება ან/და შესაბამისი მიმართულებით სამუშაო გამოცდილება, სულ მცირე 3 წელი.
** (სწავლების გამოცდილების არქონის შემთხვევაში, სწავლებასა და შეფასებაში გადამზადება სავალდებულოა სწავლების პირველივე წელს).
პროფესიული განათლების მასწავლებელმა პროფესიულ სტუდენტს უნდა გამოუმუშაოს შემდეგი უნარები:
** მცირე და საშუალო ზომის კომპიუტერული ქსელის დამონტაჟება და გამართვა;
** კომპიუტერული ქსელის ფიზიკური და ლოგიკური ტოპოლოგიის ბაზისურად გამართვა:
** კომპიუტერულ ქსელებში ბაზისური კომუტაციისა და მარშუტიზაციის უზრუნველყოფა;
** Windows სერვერული ოპერაციული სისტემის და ქსელური სერვისების ბაზისურად გამართვა:
** სერვერის ვირტუალიზაციის ტექნოლოგიის ბაზისურად გამართვა;
** Cloud პლატფორმების გამოყენება;
** კომპიუტერულ ქსელსა და სისტემებში გაუმართაობების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა.
პროფესიული განათლების მასწავლებელს მოეთხოვება გამოუმუშაოს პროფესიულ სტუდენტს ზემოთ ჩამოთვლილი კომპეტენციებიდან მინიმუმ ერთი.
კონკურსანტს მოთხოვნის შემთხვევაში მიეწოდება შესაბამისი მოდულები, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია პროფესიული სტუდენტის სწავლება და შეფასება.
აპლიკანტი უნდა იცნობდეს:
** საქართველოს კანონს "პროფესიული განათლების შესახებ" და აღნიშნული კანონით განსაზღვრულ სისტემასთან დაკავშირებულ ყველა ძირითად რეგულაციას;
** სწავლებისა და შეფასების მეთოდოლოგიას.
დამატებითი ინფორმაცია - ვაკანტურ თანამდებობაზე ვერ დაინიშნება პირი, რომელიც ნასამართლევია "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებთან ბრძოლის შესახებ: საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის.
კონკურსის ეტაპები:
** განცხადებების გადარჩევა;
** გასაუბრება;
** დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: info@blacksea.edu.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
კოლეჯი "ბლექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|