დასახელება:
სხვადასხვა
|
მომწოდებელი:
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
|
გამოქვეყნდა: 25 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 26 სექტემბერი
|
თანდართული ფაილი:
660726_annex_9905817.zip
|
სსიპ კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს შემდეგ ვაკანსიებზე:
1. წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი
თანამდებობრივი სარგო: 1241.00 ლარი
ადგილების რაოდენობა: 1
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაოს აღწერა:
** ისტორიული დოკუმენტების კატალოგების მომზადება;
** ისტორიული დოკუმენტების მონაცემთა ელექტრონული ბაზის შექმნა, ბაზაში მუშაობა, მოდელირება და მართვა;
** საქართველოს ისტორიის წყაროების: დოკუმენტური ტექსტების გამოცემების მომზადება - ტექსტი, ბიბლიოგრაფია, კომენტარი, საძიებელი;
** საქართველოს ისტორიის საკითხების კვლევა;
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება: ჰუმანიტარული მეცნიერებები-დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** სამუშაო გამოცდილება: მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.
დამატებითი მოთხოვნები:
აუცილებელია:
** ახალი და უახლესიპერიოდის საისტორიო წყაროებზე - დოკუმენტურ, ფონო და ფოტო მასალაზე - მუშაობის, მათი წყაროთმცოდნეობითი და ისტორიოგრაფიული შესწავლის, სამეცნიერო პუბლიკაციების მომზადების გამოცდილება;
** სპეციალური მომზადება საისტორიო დისციპლინებში (ქართული ეპიგრაფიკა, პალეოგრაფია, დიპლომატიკა, ქრონოლოგია, ფილიგრანოლოგია, სფრაგისტიკა);
** უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სია; საკუთარი ინტერესების სფეროდან 2 სამეცნიერო ნაშრომის ქსეროასლი ან მონოგრაფია.
** საგრანტო პროექტებში მონაწილეობა/ხელმძღვანელობა.
** ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა.
კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office Word, Powerpoint
უცხო ენები: ერთ-ერთი უცხო ენა.
2. სამეცნიერო-ანალიტიკური და სასწავლო-საკვალიფიკაციო განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი
თანამდებობრივი სარგო: 1094.00 ლარი
ადგილების რაოდენობა: 1
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაოს აღწერა:
** ანალიტიკური შინაარსის საბუთების მომზადება;
** ცენტრის სამეცნიერო სამუშაოების შესახებ ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავება;
** საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში და ცენტრის საჭიროებისამებრ სამეცნიერო კვლევებში მონაწილეობა.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება: ჰუმანიტარული მეცნიერებები -მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი
** სამუშაო გამოცდილება: მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება
დამატებითი მოთხოვნები:
აუცილებელია:
** ერთ-ერთი ევროპული ენის ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.
სასურველია:
** სამეცნიერო გრანტებში/პროექტებში მონაწილეობა;
** ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა.
კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Access.
უცხო ენები: ერთ-ერთი უცხო ენა (სასურველია ინგლისური ენა).
3. აღმოსავლური და სომხური ხელნაწერების განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი
თანამდებობრივი სარგო: 547.00 ლარი
ადგილების რაოდენობა: 1
სამუშაოს ტიპი: 0, 5 განაკვეთი
სამუშაოს აღწერა:
** აღმოსავლურ და სომხურ ხელნაწერთა აღწერილობა და შესწავლა;
** ისტორიულ-ფილოლოგიური კვლევები.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება: ჰუმანიტარული მეცნიერებები -მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** სამუშაო გამოცდილება: მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
დამატებითი მოთხოვნები:
აუცილებელია:
** აღმოსავლური (ოსმალური/არაბული/სპარსული) ენების ცოდნა;
** ბოლო 3 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ნაშრომების სიისა და 1 სამეცნიერო ნაშრომის ასლის წარმოდგენა.
სასურველია:
** ძვ. ქართული ენის ცოდნა;
** სამეცნიერო გრანტებში/პროექტებში მონაწილეობა;
** ადგილობრივ და უცხოურ სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობა.
კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office Word
უცხო ენები: ერთ-ერთი უცხო ენა.
4. სამეცნიერო-ბიბლიოგრაფიის, ტერმინოლოგიისა და საცნობარო ლიტერატურის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი
თანამდებობრივი სარგო: 547.00 ლარი
ადგილების რაოდენობა: 1
სამუშაოს ტიპი: 0, 5 განაკვეთი
სამუშაოს აღწერა:
სხვადასხვა ტიპის სამეცნიერო ბიბლიოგრაფიული და საცნობარო ხასიათის ლიტერატურის შესწავლა-დამუშავება, "სიტყვანის" და შესაბამისი სამეცნიერო სტატიების მომზადება, სარედაქციო სამუშაოს შესრულება, ძველი ქართული ლიტერატურის კვლევა.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება: ჰუმანიტარული მეცნიერებები (ფილოლოგი)-მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი
** სამუშაო გამოცდილება: მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება
დამატებითი მოთხოვნები:
** განყოფილებაში გამოსაცემად მოსამზადებელ ტექსტებზე რედაქტორული სამუშაოს უნარი/გამოცდილება;
** ძვ. ქართული მწერლობის დარგობრივ ტერმინოლოგიაზე მუშაობის უნარი/გამოცდილება;
** ძვ. ქართული ენის ცოდნა;
** ბოლო 3 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ნაშრომების სიისა და 1 სამეცნიერო ნაშრომის ასლის წარმოდგენა.
სასურველია:
** სამეცნიერო გრანტებში/პროექტებში მონაწილეობა;
** ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა.
კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office Word
უცხო ენები: ერთ-ერთი უცხო ენა.
კონკურსში მონაწილეობის მსურველ პირთა განცხადებები მიიღება ცენტრის ელექტრონულ ფოსტაზე - info@manuscript.ge - 2025 წლის 15 სექტემბრიდან 2025 წლის 26 სექტემბრის ჩათვლით.
კონკურსში მონაწილე კანდიდატის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია
** პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
** ავტობიოგრაფია (CV)
** დასაკავებელი თანამდებობისთვის აუცილებელი შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი
** გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში)
** გამოქვეყნებული 1 ან 2 (ვაკანსიის შესაბამისად) სამეცნიერო ნაშრომის ასლი, რომელიც განმცხადებლის აზრით, ყველაზე უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალსა და კვლევის უნარს
** ჩამონათვალი და მოკლე აღწერილობა განმცხადებლის მიერ შესრულებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისა (არაუმეტეს 2 გვერდისა)
** ჩამონათვალი სამეცნიერო გრანტების (მონაწილეობა/ხელმძღვანელობა (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში)
** ადგილობრივ და უცხოურ სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის ჩამონათვალი (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში).
** ჩამონათვალი და მოკლე აღწერილობა იმ სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისა, რომლის შესრულებასაც აპირებს განმცხადებელი ვაკანტურ პოზიციაზე უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში (არაუმეტეს 2 გვერდისა)
** ინფორმაცია შესაბამისი დარგის 2 რეკომენდატორის შესახებ (სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია - ტელეფონი, ელ-ფოსტა), (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში)
** განცხადების მოცემული ფორმა ცენტრის დირექტორის სახელზე.
|
|
|
|