Робота для біженців з України
ელექტრიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ელექტრიკოსი
მომწოდებელი: ჯითისი ქრენიქსი
გამოქვეყნდა: 25 აგვისტო / ბოლო ვადა: 25 სექტემბერი
"SANY"-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, კომპანია "ჯი თი სი ქრენიქსი", აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე.

"ჯი თი სი ქრენიქსი" არის "ჯი თი სი ჯგუფის" წევრი, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი ჰოლდინგია სამშენებლო სექტორში და ფარავს დარგის ყველა ძირითად მიმართულებას.

"ჯი თი სი ქრენიქსი" წარმოადგენს "SANY"-ს ოფიციალურ დილერს საქართველოში, ამწეების მიმართულებით და მომხმარებლებს სთავაზობს კოშკურა ამწეების და მობილური ამწეების სერვისს, ნასყიდობას და იჯარით მომსახურებას.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი 122

ფუნქცია-მოვალეობები:

** კოშკურა ამწეს ელ. პანელის დიაგნოსტიკა და საჭიროების შემთხვევაში კომპონენტების შეცვლა
** ელ. ძრავების დიაგნოსტიკა და შესაბამისი რეაგირება. კოშკურა ამწეს მართვის სისტემების გამართვა
** დისტანციური მართვის პულტების პროგრამირება ამწეს მოდელების შესაბამისად
** კოშკურა ამწეს ინვერტორული სისტემების პროგრამირება და ელ. პანელების აწყობა-მონტაჟი
** კოშკურა ამწეების გეგმიური შემოწმება
** კოშკურა ამწეს მონტაჟი-დემონტაჟის პერიოდში სამონტაჟო ჯგუფის მხარდაჭერა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება
** მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** ამწე მექანიკის, ჰიდრავლიკისა და კონსტრუქციული მახასიათებლების ცოდნა
** ტექნიკური სახელმძღვანელოების, სქემის წაკითხვისა და ინტერპრეტაციის შესაძლებლობა

უნარ-ჩვევები:

** დიაგნოსტიკური აღჭურვილობისა და ინსტრუმენტების გამოყენების უნარები
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** დაქვემდებარებულების მართვის უნარი

სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 ან 09:30-18:30 საათი

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@gtcgroup.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე