Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ჯითისი ქრენიქსი
გამოქვეყნდა: 25 აგვისტო / ბოლო ვადა: 25 სექტემბერი
"SANY"-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, კომპანია "ჯი თი სი ქრენიქსი", აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

"ჯი თი სი ქრენიქსი" არის "ჯი თი სი ჯგუფის" წევრი, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი ჰოლდინგია სამშენებლო სექტორში და ფარავს დარგის ყველა ძირითად მიმართულებას.

"ჯი თი სი ქრენიქსი" წარმოადგენს "SANY"-ს ოფიციალურ დილერს საქართველოში, ამწეების მიმართულებით და მომხმარებლებს სთავაზობს კოშკურა ამწეების და მობილური ამწეების სერვისს, ნასყიდობას და იჯარით მომსახურებას.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი 122

ფუნქცია-მოვალეობები:

** პოტენციური მომხმარებლის მოძიება, ბაზრის მოკვლევა ინდუსტრიის ტენდენციების გათვალისწინებით
** არსებული კლიენტების შენარჩუნებაზე ზრუნვა
** მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირება, შესაბამისი პროდუქტის და საინჟინრო გადაწყვეტილების შეთავაზება
** რეგულარული შეხვედრების ჩატარება მომხმარებელთან ახალი პროდუქტების შეთავაზების მიზნით, მათი კმაყოფილების შეფასება
** სამშენებლო ინდუსტრიის სტანდარტების ცოდნა, განახლებულ რეგულაციებსა და ტექნოლოგიებზე თვალის დევნება
** გაყიდვების შედეგების გაანალიზება, ყოველთვიური გეგმის შესასრულებლად გაყიდვების ხელმძღვანელთან ერთად კოორდინირებული მუშაობა
** ყოველთვიური გეგმის შესრულება
** ყოველდღიური რეპორტი ხელმძღვანელობასთან
** კომპანიაში არსებული საიჯარო და გასაყიდი პროდუქტის ზედმიწევნით შესწავლა
** ძველი, მიმდინარე და ახალი სამშენებლო ობიექტების აღრიცხვა, ინფორმაციის მოძიება და შემდგომი პოტენციურ მომხმარებელთან ვიზიტის დაგეგმარება
** საკუთარი პორტფელის შექმნა, პორტფელში არსებულ კლიენტებთან პროდუქციის გაყიდვა/გაქირავება, შემდგომი სამშენებლო ობიექტის მონიტორინგი და მუდმივი კომუნიკაცია კლიენტთან
** საკუთარ პორტფელში არსებულ კლიენტებთან ვალდებულებების კონტროლი და შეთანხმებული პირობების დაცვის უზრუნველყოფა
** საწყობთან კომუნიკაციით გაყიდული პროდუქტის ობიექტზე მიტანის ან გაგზავნის უზრუნველყოფა
** კონკურენტი კომპანიების პროდუქციის და ფასების შესწავლა
** იურიდიულ და ფინანსურ დეპარტამენტთან კომუნიკაცია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად)
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** საქმის მოცემულ ვადებში შესრულების უნარი;
** ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაცია;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** რამდენიმე საქმის პარალელურ რეჟიმში გაკეთების უნარი;
** მოლაპარაკების წარმოება;

სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 ან 09:30-18:30 საათი

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@gtcgroup.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე