Робота для біженців з України
უსახლკაროთა ღამის თავშესაფრის ღამის მორიგე - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უსახლკაროთა ღამის თავშესაფრის ღამის მორიგე
მომწოდებელი: საქართველოს კარიტასი
გამოქვეყნდა: 25 აგვისტო / ბოლო ვადა: 04 სექტემბერი
"საქართველოს კარიტასი" აცხადებს ვაკანსიას ღამის თავშესაფრის ღამის მორიგის თანამდებობაზე.

პროგრამა/პროექტი: დასავლეთ საქართველოს პროგრამა
დასაქმების ტიპი: ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ვაკანსია ღიაა: ყველა დაინტერესებული პირისთვის
ხანგრძლივობა: გრძელვადიანი, სამთვიანი გამოსაცდელი ვადის პირობით;
ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი, მეტაქსას ქ.#10

სამუშაო მიზანი:

"ღამის თავშესაფრის" პროექტის ღამის მორიგე ოპერატორი პასუხისმგებელია ტექნიკური დახმარება გაუწიოს პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობების დროულ და ეფექტურ განხორციელებას.

ძირითადი მოვალეობები:

** დახმარება გაუწიოს პროგრამის მენეჯერსა და კოორდინატორს პროექტის აქტივობების განხორციელებაში.
** ბენეფიციარების მდგომარეობაზე დაკვირვება და დაფიქსირება
** საგანგებო ვითარებაზე სწრაფი რეაგირება.
** ბენეფიციარების ინტერესების ადვოკატირება.
** დაიცვას კონფიდენციალურობა ბენეფიციარის თავსესაფარში ყოფნის დროს.
** პროგრამის მენეჯერსა და კოორდინატორს მიაწოდოს ინფორმაცია ბენეფიციარის მოსალოდნელი პრობლემების შესახებ და გაუწიოს მათი გადაწყვეტის საჭირო რეკომენდაციები.
** პროექტის მოქმედების გეგმის შესაბამისად პროექტის კოორდინატორს მიაწოდოს ყოველკვირეული ინფორმაცია.

მოვალეა იყოს კარიტასის სოციალური პროგრამის თანამშრომელთა ჯგუფის აქტიური წევრი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება და გამოცდილება

აუცილებელია:

** საშუალო განათლება
** მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება
** სოციალურად დაუცველ ჯგუფებთან ურთიერთობის გამოცდილება

სასურველია: სატრენინგო კურსები (სერთიფიკატი)

ცოდნა და უნარები

აუცილებელია:

** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარ-ჩვევები, კრიზისული სიტუაციების მართვის გამოცდილება
** კომუნიკაციის კარგი უნარები
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა

სასურველია: რუსული ენის ცოდნა

პიროვნული მახასიათებლები

აუცილებელია:

** ემპათიური
** გუნდური მუშაობის ძლიერი უნარ-ჩვევები, კოლეგებთან ყოველდღიური ურთიერთობების სწორი წარმართვა
** პროფესიონალი, კეთილსინდისიერი და ლოიალური
** მოქნილი, ღია, მუდმივი ცვლილებებისადმი, მზადყოფნა სწავლისადმი
** წარმატებული და მიზანდასახული ურთიერთობის დამკვიდრება და შენარჩუნება
** როლის/პოზიციის განვითარებაში ინიციატივის გამოჩენის უნარი და მინიმალური ზედამხედველობით სამუშაოს შესრულების უნარი
** სხვა ეროვნების, რელიგიების და შეხედულების მიმართ პატივისცემა

სასურველია:

** ქველმოქმედების/მოხალისეობის სფეროს ცოდნა
** იუმორის გრძნობა

განაცხადის შეტანა:

სათანადო კვალიფიკაციის მქონე კანდიდატებს ეძლევათ საშუალება გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი ელ. მისამართებზე: loredana.monetti@caritas.ge; tamar.atskvereli@caritas.ge.
გთხოვთ, დანიშნულებაში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი პოზიცია.
საქართველოს კარიტასი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს, თუმცა დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ვაკანსიის გამოცხადება ორგანიზაციის გარეთ:

განაცხადის გამოქვეყნების თარიღი: 25.08.2025
განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 04.09.2025

ორგანიზაციის შესახებ: საქართველოს კარიტასი არის კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაარსდა 1994 წლის 3 ნოემბერს. "საქართველოს კარიტასის" მისია არის უპოვართა დახმარება, გულმოწყალების და სამართლიანობის დამკვიდრება საქართველოში.

მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: www.caritas.ge; https://www.facebook.com/CaritasGeorgiaSakartvelo;
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე