Робота для біженців з України
ელექტრიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ელექტრიკოსი
მომწოდებელი: ჰიტეკო ჯგუფი
გამოქვეყნდა: 25 აგვისტო / ბოლო ვადა: 25 სექტემბერი
"ჰიტეკო ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
დასვენების დღე: კვირა

ძირითადი მოვალეობები:

** სამშენებლო ობიექტებზე ელექტროსისტემების მოწყობა, მონტაჟი და შემოწმება.
** დროებითი და მუდმივი ელექტროგაყვანილობის მოწყობა ობიექტებზე.
** სამფაზიან (380V) სისტემებთან მუშაობა - არმატურის საჭრელ და საღუნ აპარატებთან, ბეტონმიქსერებთან, ამწეებთან და სხვა სამშენებლო დანადგარებთან.
** სუსტი დენის სისტემების მონტაჟი (ვიდეოთვალთვალი, სიგნალიზაცია, ინტერნეტი, საკომუნიკაციო ხაზები).
** ობიექტზე ელექტრო უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა და ტექნიკური გაუმართაობის დროული აღმოფხვრა.
** სამშენებლო პროცესში საჭირო ელექტრო სამუშაოების შესრულება კომპანიის მითითებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამშენებლო ობიექტებზე ელექტრიკოსად მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 2 წელი).
** სამფაზიანი სისტემების (380V) ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება.
** სამშენებლო აპარატურასთან მუშაობის გამოცდილება (არმატურის საჭრელი, საღუნი, შედუღების აპარატები და სხვ.).
** სუსტი დენის სისტემების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვისა და გამოყენების უნარი.
** პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და უსაფრთხოების წესების დაცვა.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ დასაქმებას ჰიტეკო ჯგუფში.
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.
** პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: info@splendidtbilisi.com. Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ელექტრიკოსი".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე