Робота для біженців з України
სტაჟირება ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში
მომწოდებელი: არტფარმა
გამოქვეყნდა: 25 აგვისტო / ბოლო ვადა: 25 სექტემბერი
ფარმაცევტული კომპანია "არტფარმა" დაარსდა 2014 წელს და საქართველოში წარმოადგენს ისეთ წამყვან საერთაშორისო ფარმაცევტულ კომპანიებს, როგორებიცაა Walmark, STADA Group და სხვა. კომპანია აწარმოებს საკვები დანამატებისა და კოსმეტიკური საშუალებების იმპორტს ევროპიდან. "არტფარმას" პორტფოლიოში წარმოდგენილია ევროპაში აპრობირებული და ყველაზე მოხმარებადი ისეთი ბრენდები, როგორებიცაა: ნიუ ნორდიკი, ვიტაფეროლი, ვიტრუმი, ნეუტრადერმი და სხვა.

ფარმაცევტული კომპანია "არტფარმა" აცხადებს სტაჟირებას ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში (ანაზღაურებადი).

სტაჟირების გავლის შემდეგ, თქვენი კანდიდატურა განხილული იქნება შპს "არტფარმას" პოზიციაზე -HR-სა და ადმინისტრაციული მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ კანდიდატს, რომელიც დაინტერესებულია ადამიანური რესურსების მართვის სფეროთი და მზად არის ჩაერთოს HR პროცესებში, როგორც ადმინისტრაციულ, ისე რეკრუტინგის მიმართულებით.

სტაჟირების ადგილი: თბილისი, ლვოვის ქ. #92;
სტაჟირების გრაფიკი: 10:00-18:00 სთ, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში თანამშრომლობის უპირატესობები:

** ჯანსაღი, მეგობრული და სტაბილური სამუშაო გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** კონკურენტული ანაზღაურება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კორპორატიული ნომერი და ბალანსი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** HR სოფტში თანამშრომლების მონაცემთა ბაზების მოწესრიგება/განახლება
** პერსონალის მართვის პროცესებში ჩართულობა;
** პერსონალის შერჩევის პროცესის ორგანიზება და ჩართულობა; (გასაუბრებების დაგეგმვა და კოორდინაცია);
** პერსონალის სამოტივაციო და განმავითარებელი ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
** პერსონალის პირადი საქმეების ადმინისტრირებაში ჩართულობა;
** საარქივო დოკუმენტაციის მოწესრიგება/დახარისხება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (შესაძლებელია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი)
** დაინტერესება HR სფეროთი
** კომპიუტერული პროგრამების (MS Office, Google Workspace) საბაზისო ცოდნა
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული უნარები:

** კომუნიკაციის, ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;

კანდიდატთა შერჩევა:

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს.

მოთხოვნებთან შესაბამისობისა და დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელ.ფოსტაზე: vacancy@artpharma.ge 2025 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"არტფარმას" მიზანია ჯანმრთელობაზე ზრუნვის თანამედროვე მოდელის შექმნა და დამკვიდრება საქართველოს ფარმაცევტულ სფეროში ინოვაციებისა და ახალი ბრენდების განვითარების კუთხით. კომპანია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი, გამოცდილი თანამშრომლებით და ორიენტირებულია მათ ზრდა-განვითარებაზე.

გისურვებთ წარმატებას!

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 6 თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

"არტ ფარმა" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე