Робота для біженців з України
ქიმიკოს-ლაბორანტი - ყვარელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქიმიკოს-ლაბორანტი
მომწოდებელი: Eclipse Winery
გამოქვეყნდა: 25 აგვისტო / ბოლო ვადა: 25 სექტემბერი
კომპანია "Eclipse Winery - მეღვინეობა ეკლიპსე" რომელიც ოპერირებს საქართველოში მეღვინეობის და სტუმარ-მასპინძლობის დარგში აცხადებს ვაკანსიას ქიმიკოს-ლაბორანტის პოზიციაზე ღვინის საწარმოში.
გვიხილეთ:

Facebook-ზე https://www.facebook.com/EclipseWines
ვებ-გვერდზე http://eclipsellc.ge/

დასაქმებულს ვთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, ახალგაზრდა თანამშრომელთა გუნდს, პროფესიულ განვითარებას და ზრდის პერსპექტივას.

სახელფასო განაკვეთია 2000 ლარი (NET) და გამოსაცდელი 6 თვის შემდგომ 2500 ლარი (NET)

ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ კანდიდატებს ქიმიკოს-ლაბორანტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ნიმუშების აღება და მომზადება შესაბამის ანალიზის საწარმოებლად.
** ღვინის ფიზიკო-ქიმიური პარამეტრების განსაზღვრა შესაბამისი ანალიზის მეთოდისა და პროტოკოლის გამოყენებით.
** ანალიზისათვის საჭირო ხსნარების დამზადება და ვარგისიანობის კონტროლი.
** ლაბორატორიული ჭურჭლისა და დანადგარების მომზადება შესაბამისი ანალიზისათვის.
** ლაბორატორიული ჟურნალის და სხვა დოკუმენტების წარმოება.

კანდიდატის პროფილი:

** პროფესიული/უმაღლესი განათლება ქიმიის, მეღვინეობის, სასურსათო ტექნოლოგიის ან მომიჯნავე მიმართულებით.
** სამუშაო გამოცდილება ლაბორატორიულ საქმიანობაში, სასურველია საწარმოში.
** სასურველია ინგლისურის ცოდნა.
** დეტალებზე ორიენტირების უნარი.
** ცვალებად გარემოში სწრაფი ადაპტირების უნარი.

რას გთავაზობთ:

** პროფესიონალთა გუნდის მხარდაჭერა
** ადგილმდებარეობა: ყვარელი, სოფ. კუჭატანი
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 9:00-18:00 საათამდე
** ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევის პაკეტი.
** საჭიროების შემთხვევაში საცხოვრებელი და კვება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით, შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: n_kokosadze@yahoo.com. "Subject" ველში "Subject" მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ქიმიკოს-ლაბორანტი.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე