Робота для біженців з України
ინფორმაციული სისტემების განვითარების განყოფილების უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინფორმაციული სისტემების განვითარების განყოფილების უფროსი
მომწოდებელი: თელმიკო
გამოქვეყნდა: 25 აგვისტო / ბოლო ვადა: 25 სექტემბერი
შპს "თელმიკო" აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული სისტემების განვითარების განყოფილების უფროსის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ო.ჩხეიძის #10, თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი სამუშაო განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

** პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების განყოფილების მართვა;
** პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებისა და დანერგვის პროცესების მართვა ორგანიზაციაში;
** ბილინგის სისტემისა და სხვა ინფორმაციული სისტემების განვითარების პროექტების მომზადება, დანერგვა და კონტროლი;
** ინფორმაციული ტექნოლოგიების პროექტების მენეჯმენტთან თანამშრომლობა, ბიზნეს-ლოგიკის ანალიზი, ტექნიკური გადაწყვეტილებების მომზადება შემდგომი განვითარებისა და ცვლილებების განხორციელებისთვის;
** შიდა და გარე ინტეგრაციის ტექნიკური გადაწყვეტილებების მომზადება და მათი რეალიზაციის უზრუნველყოფა;
** პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების და დანერგვის პროცესში ინფორმაციული უსაფრთხოების და შიდა პოლიტიკის სტანდარტების დაცვა;
** პროგრამული უზრუნველყოფის, ცვლილებების ან ახალი მოდულების ტესტირების და ექსპლუატაციაში შესვლის პროცესის მართვა და კონტროლი;
** IT ხელმძღვანელობისთვის ანგარიშების მომზადება.

ტექნიკური უნარები:

** პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტურის, პროგრამირების ენებისა, მონაცემთა ბაზების, DevOps, CI/CD და თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნა
** Agile, Scrum, Kanban, Waterfall მეთოდოლოგიების ცოდნა და პროცესების ადაპტაცია.
** პროგრამული უზრუნველყოფის სასიცოცხლო ციკლის, დროის შეფასება, რისკების მართვა და ამოცანების პრიორიტეტიზაცია.
** ბიზნეს კომპეტენციები
** ბიზნეს მიზნების გაგება - ტექნიკური გადაწყვეტილებების დაკავშირება ბიზნეს ამოცანებთან.
** ფინანსური ცოდნა - ბიუჯეტის და განვითარების ხარჯების მართვის პრინციპების ცოდნა.
** შეკვეთებთან მუშაობა - მოლაპარაკებების წარმოების და მოლოდინების მართვის უნარები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამოცდილება 5+ წელი პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში და 2+ წელი მართვის პოზიციაზე;
** პროექტების მართვის გამოცდილება;
** გუნდის მართვის გამოცდილება;
** სტრატეგიული აზროვნება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გადაწყვეტილებების მიღების მზადყოფნა;
** სწავლაზე და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური აზროვნება.

უცხო ენები:

** ქართული ენა - თავისუფლად ცოდნის დონეზე;
** რუსული ენა - თავისუფლად ცოდნის დონეზე;
** ინგლისური - საშუალო ცოდნის დონეზე;

მსურველებმა, პირადი ინფორმაცია (CV/ რეზიუმე) უნდა გამოგზავნოთ ელ.ფოსტის მისამართზე: vacancy@telmico.ge და გთხოვთ, სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ინფორმაციული სისტემების განვითარების განყოფილების უფროსი".

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 25 სექტემბერი, 2025 წ.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით აცხადებთ თანხმობას, შპს "თელმიკომ" დაამუშაოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები ვაკანტურ თანამდებობაზე არსებულ მოთხოვნებთან მათი შესაბამისობის დადგენის და გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

დასაქმების შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება გაგრძელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკადრო საქმისწარმოების ფარგლებში.

ვაკანსიასთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში, კომპანია წაშლის თქვენს პერსონალურ მონაცემებს და შეწყვეტს მათ შემდგომ დამუშავებას.

დამატებით გაცნობებთ, რომ მონაცემთა სუბიექტის სტატუსით გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს გაიწვიოთ გაცემული თანხმობა, მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა, გასწორება და/ან განადგურება.
ამისათვის შეგიძლიათ მოგვმართოთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით შემდეგ მისამართზე: hr@telmico.ge.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე