Робота для біженців з України
საგრანტო პროექტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საგრანტო პროექტი
მომწოდებელი: UN FAO
გამოქვეყნდა: 25 აგვისტო / ბოლო ვადა: 25 სექტემბერი
თანდართული ფაილი: 660618_fao_pdf_8475486.zip
ENPARD IV პროგრამის ფარგლებში, FAO იწყებს თანადაფინანსების გრანტის პროექტს, რომელიც ითვალისწინებს თხილის მწარმოებლების მხარდაჭერას სურსათის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული აღჭურვილობით. ამ მიზნით, FAO ეძებს პოტენციურ მომწოდებლებს, რომელთაგანაც ბენეფიციარები შეიძენენ საჭირო აღჭურვილობას. კონკრეტულად, FAO ეძებს მომწოდებლებს შემდეგი აღჭურვილობებისთვის:

თხილის საშრობები, დამხმარე სატრანსპორტო ლენტები, ტენიანობის ანალიზატორები და თხილის საშრობი და შესანახი ყუთები/კონტეინერები.

შერჩეულ მომწოდებლებს ევალებათ დაეთანხმონ გადახდის შემდეგ პირობებს: FAO-სთან გრანტის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ბენეფიციარი გადაიხდის მთლიანი თანხის 30%-ს მომწოდებელთან. მომწოდებელი მიაწვდის აღჭურვილობას ბენეფიციარს და დაადასტურებს მიწოდებას FAO-სთან. ამის შემდეგ, FAO გადაიხდის დარჩენილ 70%-ს მომწოდებელთან. ყველა წარმოდგენილ შეთავაზებაში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ფასის გარანტია, რომელიც ძალაში იქნება მინიმუმ ექვსი (6) თვის განმავლობაში შეთავაზების წარდგენის დღიდან. მომწოდებლებმა უნდა დაადასტურონ, რომ ფასები იქნება ფიქსირებული და არ შეიცვლება აღნიშნულ პერიოდში, მიუხედავად ბაზრის მერყეობის ან ვალუტის კურსის ცვლილებისა. დამატებითი ინფორმაცია და აღჭურვილობის ტექნიკური მახასიათებლები მოცემულია თანდართულ დოკუმენტში. მომწოდებლებს შეუძლიათ წარმოადგინონ წინადადებები აღჭურვილობის ერთ ან მეტ სახეობაზე, თანდართული დოკუმენტის შესაბამისად. მომწოდებლებს, რომლებიც წარსულში უკვე მონაწილეობდნენ და შერჩეულნი იყვნენ FAO-ს ინტერესის გამოხატვის განაცხადების ფარგლებში, კვლავ შეუძლიათ მონაწილეობის მიღება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე