Робота для біженців з України
პრისეილერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრისეილერი
მომწოდებელი: ოჯახური
გამოქვეყნდა: 25 აგვისტო / ბოლო ვადა: 25 სექტემბერი
ქართული სუნელ-სანელებლების კომპანია "ოჯახური" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: პრისეილერი.

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი კლიენტების მოძიება პასუხისმგებელ ტერიტორიაზე;
** მის პორტფელში არსებული პროდუქციის მაქსიმალური რეალიზაციის უზრუნველყოფა;
** პროდუქციის საუკეთესოდ განლაგების უზრუნველყოფა სავაჭრო ობიექტებზე;
** ბაზარზე ახალი პროდუქციის დამკვიდრებაში აქტიური მონაწილეობა;
** სამუშაო დღის დასრულების შემდეგ - ყოველდღიური ანგარიშის წარდგენა და სამუშაოს ამსახველი ტაბელის წარმოება;
** ეფექტური და კონსტრუქციული თანამშრომლობა კლიენტებთან, მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვით;
** რეალიზებული პროდუქციით მიღებული თანხის დროული და სრული შეტანა კომპანიის სალაროში.

სავალდებულო მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
** მართვის მოწმობა - კატეგორია B;
** საკუთარი ავტომანქანის ფლობა;
** უზრუნველყოფა შეთანხმებით.

პიროვნული თვისებები:

** ენერგიულობა და მაღალი მოტივაცია;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** ახალი ობიექტების ათვისებისა და პროდუქციის ეფექტური პრეზენტაციის უნარი;
** დოკუმენტებთან მუშაობისას სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა;
** ფორს-მაჟორში მუშაობის უნარი;
** შრომისმოყვარეობა და სანდოობა.

პირობები და ბენეფიტები:

** ფიქსირებული ხელზე ასაღები ანაზღაურება: 1, 000 ლარი;
** ბონუსები -რეალიზაციის კოეფიციენტიდან 1 %, თანხის შემოტანიდან 1.5 %
** ავტომობილის ცვეთა: 250 ლარი;
** საწვავი - კომპანიის მიერ განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით;
** ულიმიტო სასაუბრო დრო.

სამუშაო პირობები:

** მდებარეობა: თბილისი, ვარკეთილის დასახლება, ახმედ მელაშვილის ქ. №6
** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 სთ (1 საათიანი შესვენებით)
** დასვენების დღეები: შაბათი და კვირა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ შეტყობინება

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ და განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში კომპანიის მიერ მოხდება თქვენი მონაცემების დამუშავება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, მხოლოდ თანამშრომლობის მიზნებისთვის. კანდიდატთა სარეზერვო ბაზაში თქვენ შესახებ ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით სხვა რელევანტურ პოზიციაზე განხილვის მიზნით, ამ ვაკანსიაზე გამოხმაურებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს.

თუ თქვენი გამოცდილება და კვალიფიკაცია შეესაბამება ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr.ojakhuri@gmail.com

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 25 სექტემბერი 2025 წელი.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე