Робота для біженців з України
კონტენტ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონტენტ მენეჯერი
მომწოდებელი: Veli.Store
გამოქვეყნდა: 25 აგვისტო / ბოლო ვადა: 25 სექტემბერი
ველის მისია საქართველოში e-commerce-თან დაკავშირებული სტერეოტიპული წარმოდგენების ცვლილება და ახალი სტანდარტის დამკვიდრებაა.

ჩვენი ინოვაციური პლატფორმით, მომხმარებლებს ვუმარტივებთ ყოველდღიურობას და ვეხმარებით, დაზოგოს ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი, დრო.

ვინ ქმნის VELI.store-ს?

ველის ქმნიან ღია, ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად სიახლეს სწავლობენ და ცოდნას ერთმანეთს უზიარებენ.

ველის ყველა წევრი საერთო მიზნისთვის ვერთიანდებით და ადამიანებს განსაკუთრებულ მომენტებს ვუქმნით

VELI.store-ს გუნდი ეძებს კონტენტ მენეჯერს.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის შესწავლა;
** პროდუქციის აღწერის დამუშავება და ატვირთვა ვებგვერდზე.
** ფოტო მასალის მოძიება და განთავსება ვებგვერდზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების ცოდნა.
** ქართულ ენაზე გამართულად წერის უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

სამუშაო ადგილი: თბილისი, ეგნატე ნინოშვილის ქ. 8
სამუშაო გრაფიკი: სრული

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე: recruitment@veli.store სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "კონტენტ მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე