Робота для біженців з України
მძღოლი-ექსპედიტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი-ექსპედიტორი
მომწოდებელი: იზივეი
გამოქვეყნდა: 25 აგვისტო / ბოლო ვადა: 25 სექტემბერი
ლოჯისტიკური და საკურიერო ტიპის კომპანია შპს "იზივეი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლი - ექსპედიტორის პოზიციაზე სატვირთო ტიპის ავტომობილზე თბილისში.

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: ფიქსირებული 1200 ლარი;
** გრაფიკი: 10:00-19:00, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, შაბათ-კვირა დასვენება;
** მდებარეობა: თბილისი, დ. გურამიშვილის გამზირი 64.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის კუთვნილის სატვირთო ავტომობილის მართვა;
** ამანათების ტრანსპორტირება და მიწოდება ჩვენს მომხმარებლებამდე;
** კომპანიის აპლიკაციაში მუშაობა.

კომპანიის ძირითადი მოთხოვნები:

** არსებული ტვირთის უსაფრთხოდ და დაუზიანებლად მიტანა მომხმარებლებამდე;
** *თბილისის ქუჩების ზედმიწევნით ცოდნა;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მართვის მოწმობა - B კატეგორია (მექანიკა).

ჩვენი უპირატესობები:

** გამართული სამუშაო პროცესი;
** მეგობრული სამუშაო გარემო.

კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს: პირველი ეტაპი იქნება სატელეფონო გასაუბრება, ხოლო მეორე ეტაპზე ადგილზე გასაუბრება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გადადით ბმულზე და შეავსეთ განაცხადის ფორმა: https://easyway.bo.ge/recruit/form/07d6b2f6d5c91bf52b8c4c10883f9f2f
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე