Робота для біженців з України
მთავარი ბუღალტერი - მისაქციელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: მეღვინეობა ხარება
გამოქვეყნდა: 25 აგვისტო / ბოლო ვადა: 25 სექტემბერი
მეღვინეობა ხარება აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 სთ-მდე
ანაზღაურება: 3 000 ლარი (6 თვიანი გამოსაცდელი ვადა), შემდეგ 4000 ლარი.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავება და ბუღალტრული ოპერაციების წარმოების კონტროლი
** დებიტორ-კრედიტორების, სასესხო ვალდებულებების და ფინანსური იჯარის ოპერაციების დარიცხვის შემოწმება დადგენილი სტანდარტისა და ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით.
** სასაქონლო მატერიალური მარაგების, საბუღალტრო და სასაწყობო ნაშთების სისწორის, ასევე ძირითადი საშუალებების აღრიცხვიანობის კონტროლი;
** წარმოებისა ოპერაციების სისწორის კონტროლი;
** სოფლის მეურნეობის ოპერაციების აღრიცხვა;
** ხარჯებისა და მასალა-ნედლეულის ჩამოწერის ოპერაციების სისწორის კონტროლი
** ყოველთვიურად საბუღალტრო ბაზის გადახურვა, ე. წ თვის დახურვის ოპერაციები დადგენილ ვადაში
** დეკლარაციების მის პროგრამულ ბაზასთან შესაბამისად და საკანონმდებლო მოთხოვნების დაცვით მომზადება და წარდგენა
** საფინანსო ინსტიტუტებთან, სტატისტიკის დეპარტამენტთან, ფინანსთა სამინისტროსთან, აუდიტორულ კომპანიებთან და სხვა უწყებებთან კომუნიკაცია-თანამშრომლობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბუღალტერიის, ფინანსურ ან მომიჯნავე სფეროში;
** ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება (1C)
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** მცირე გუნდის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ-ფოსტაზე: k.korsantia@winerykhareba.com და vacancy@winerykhareba.com სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "მთავარი ბუღალტერი".

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე