Робота для біженців з України
შესყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: ქისთოუნ ინვესთმენთს
გამოქვეყნდა: 25 აგვისტო / ბოლო ვადა: 25 სექტემბერი
Keystone Investments-აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის (ბაზრის კვლევა და ფასების ანალიზი) პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (ორშაბათი - პარასკევი)

კომპანიის შესახებ: Keystone Investments არის კერძო კაპიტალის ფონდი, რომელიც 2016 წლიდან ახორციელებს ინვესტიციებს საქართველოში. ფონდის ინვესტიციის პორტფელი მოიცავს კომპანიებს სხვადასხვა სექტორებში, როგორიცაა: საცალო ვაჭრობა, მშენებლობა, წარმოება და სოფლის მეურნეობა.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: https://keystone.ge/ge/.

ძირითადი მოვალეობები:

** ბაზრის კვლევის ჩატარება, პოტენციური მომწოდებლების გამოვლენა საქონლისა და მომსახურების შესასყიდად;
** ფასების მონაცემების შეგროვება და ანალიზი საქონელზე და მომსახურებებზე;
** ბაზრის ტენდენციების, ხარჯების გამომწვევი ფაქტორებისა და მიწოდების ჯაჭვის რისკების მონიტორინგი;
** ფასების შედარებითი ცხრილების და ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზების მომზადება მენეჯმენტისთვის;
** მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება საუკეთესო პირობების მისაღებად ხარისხისა და დროული მიწოდების დაცვით;
** მომწოდებლების მონაცემთა ბაზის წარმოება და განახლება (ფასები, პირობები, სანდოობა);
** პროექტის მენეჯერებთან, ინჟინრებთან და ფინანსურ გუნდთან თანამშრომლობა ბიუჯეტისა და გრაფიკის შესათანხმებლად;
** რეგულარული ანგარიშების მომზადება ფასების ცვალებადობაზე, მომწოდებლების მუშაობაზე და ბაზრის პროგნოზებზე;
** შესყიდვების სტრატეგიების მომზადებაში დახმარება ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის, ლოჯისტიკის ან დაკავშირებულ სფეროში;
** გამოცდილება შესყიდვებში და/ან ბაზრის კვლევაში (სასურველია სამშენებლო ან სამრეწველო სექტორში);
** ძლიერი ანალიტიკური და მოლაპარაკების უნარი;
** Microsoft Excel-ის ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** ბაზრის მონაცემების ინტერპრეტაციისა და ქმედითი რეკომენდაციების გაცემის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობა და დაკავშირებულ მხარეებთან ეფექტური თანამშრომლობა.

ჩვენ გთავაზობთ:

კონკურენტულ ანაზღაურებას გამოცდილების შესაბამისად
კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს.

ელ.ფოსტა: info@keystone.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე