დასახელება:
ყასაბი
|
მომწოდებელი:
სასტუმრო აფიშა
|
გამოქვეყნდა: 25 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 25 სექტემბერი
|
სასტუმრო "აფიშა", ეძებს გუნდის წევრებს, რომლებიც სასტუმროს სხვა თანამშრომლებთან მჭიდრო თანამშრომლობით, სასიამოვნო გარემოს და დაუვიწყარ გამოცდილებას შეუქმნის სტუმრებს.
სასტუმრო "აფიშა" სტუმრებს სთავაზობს 118 დიზაინერულად გადაწყვეტილ, რეტრო-ფუტურისტულ ნომერს, რომლის ინტერიერი აერთიანებს რამდენიმე ძირითად სივრცეს, მათ შორის ქალაქში პირველ შამპანურ ბარ-ბრასერიას, ღვინის ოთახს და რუფტოპ რესტორანს ღია სივრცით.
სასტუმრო "აფიშა" აცხადებს ვაკანსიას ყასბის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ხორცისა სისუფთავისა და ვარგისიანობის შემოწმება მიღებისას.
** პროდუქციის რაოდენობისა და შეკვეთასთან შესაბამისობის გადამოწმება.
** ხორცისა და ფრინველის პროდუქტების გაწმენდა, ძვლების, ზედმეტი ცხიმის და მემბრანების მოცილება.
** საჭირო ზომისა და ფორმის ნაჭრებად დაჭრა რეცეპტებისა და მზარეულის მითითებების შესაბამისად.
** HACCP და სასტუმროს შიდა ჰიგიენური სტანდარტების მკაცრად დაცვა.
** სამუშაო ადგილის, დანების, საჭრელი დაფების და დანადგარების სისუფთავის შენარჩუნება.
** მარაგების კონტროლი.
** პროდუქციის სწორად შენახვა შესაბამის ტემპერატურაზე და ეტიკეტირება.
** ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით ნარჩენების მინიმიზაცია
** მთავარი მზარეულისა და სამზარეულოს გუნდის სხვა წევრებთან კოორდინაცია.
მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** საკვების უსაფრთხოების და სანიტარული ნორმების ცოდნა;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მისამართზე: careers@hotelafisha.com. ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "მელიქიშვილი ინნმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
|
|
|
|