დასახელება:
მაღაზიის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
აგრონომი
|
გამოქვეყნდა: 25 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 25 სექტემბერი
|
შპს "აგრონომი" წარმოადგენს პესტიციდების, მინერალური სასუქებისა და სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებელი მცირე ტექნიკის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ იმპორტიორ კომპანიას საქართველოში.
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის გასაგებად, გთხოვთ გადადით ბმულზე: http://www.agronom.com.ge/
შპს "აგრონომი" ეძებს გუნდის ახალ წევრს და აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე, სოფ. გიორგიწმინდაში (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი) მდებარე მაღაზიისთვის
მდებარეობა: სოფ. გიორგიწმინდა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
სამუშაო განრიგი: სრული, კვირაში ექვსი სამუშაო დღე;
ანაზღაურება: 1400 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი
** წლიურად, 100000 ლარის პროდუქციის გაყიდვის შემთხვევაში - მოგების 20%
** წლიურად, 400000 ლარის პროდუქციის გაყიდვის შემთხვევაში - მოგების 20%
ძირითადი მოვალეობები:
** მაღაზიის ყოველდღიური ფუნქციონერების უზრუნველყოფა და კონტროლი;
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის აღწერა და შესაბამისი მატერიალური პასუხისმგებლობა;
** პროდუქციის მიღება - დასაწყობების კოორდინირება/კონტროლი;
** მაღაზიის სასაქონლო მარაგის დადგენილი წესის შესაბამისად მართვა;
** მომხმარებლის მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა;
** ეფექტიანი გაყიდვების უზრუნველყოფა;
** სალარო პროცედურების ზედმიწევნით დაცვის უზრუნველყოფა;
** მაღაზიის პერსონალის მართვა;
** ოპერატორის მიერ გადაცემული სალაროს თანხის დამსაქმებლის ანგარიშზე შეტანა;
** მაღაზიის დარბაზის დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მოწყობა;
** გაყიდვების ანალიზი კომპეტენციის ფარგლებში;
** კომპანიის დამტკიცებული პროცედურების დაცვა
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** მენეჯერად მუშაობის გამოცდილება;
** პროგრამა ფინაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.
გთხოვთ, რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელფოსტის მისამართზე: m.gvritishvili@agronom.com.ge, ხოლო სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - მაღაზიის მენეჯერი საგარეჯოში მდებარე მაღაზიისთვის
|
|
|
|