Робота для біженців з України
კლიენტთან ურთიერთობის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კლიენტთან ურთიერთობის სპეციალისტი
მომწოდებელი: ფიბი სერვისის
გამოქვეყნდა: 25 აგვისტო / ბოლო ვადა: 25 სექტემბერი
საკონსულტაციო კომპანია "Pb Services" აცხადებს ვაკანსიას კლიენტთან ურთიერთობის სპეციალისტის თანამდებობაზე.

ვებგვერდი: https://pbservices.ge/

** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 18:00 საათამდე (კვებით და სამგზავრო ბარათით უზრუნველყოფა)
** ანაზღაურება: ფიქსირებული
** სამუშაო ადგილი: თბილისის ცენტრალური უბნები

ძირითადი მოთხოვნები:

** ენები: ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (აუცილებელი);
** კომუნიკაბელური;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** უცხოენოვანი კლიენტების დახმარება სხვადასხვა სახის სახელმწიფო და კერძო (საბანკო) სექტორის სერვისების მიღებაში;
** უცხოენოვანი კლიენტებისთვის სხვადასხვა სახის სერვისების უშუალოდ ადგილზე მიღების პროცესში დახმარება;
** უცხოენოვან კლიენტებთან სისტემატური ვერბალური კომუნიკაცია, მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება;
** ჩანიშნული ვიზიტებზე გაყოლა წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით;
** საჭიროების შემთხვევაში წარსადგენი დოკუმენტების სიის გადამოწმება და დოკუმენტების სისწორეში დარწმუნება;
** კლიენტის ნაცვლად, მინდობილობის საფუძველზე, სხვადასხვა სერვისების მიღებაზე განაცხადის გაკეთება;
** ყოველდღიური კომუნიკაცია და საქმიანი ურთიერთობის დამყარება სერვისის მიმწოდებელ კომპანიის თანამშრომლებთან;
** სერვისის მიღების პროცედურების ზედმიწევნით ცოდნა, ნებისმიერი ცვლილების შესახებ ხელმძღვანელობის დროული ინფორმირება;
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელობის სხვადასხვა დავალებების შესრულება.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: gvantsa@pbservices.ge.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე