დასახელება:
ლოგისტიკის ოპერაციების სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ფუდსერვისი
|
გამოქვეყნდა: 25 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 25 სექტემბერი
|
სადისტრიბუციო კომპანია "ფუდსერვისი", წარმოადგენს მსოფლიოს პრემიუმ კლასის მწარმოებლების წამყვან ბრენდებს საქართველოში. "ფუდსერვისი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2006 წლიდან და ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების "DANONE"-ის, "ROSHEN"-ის, "MILLA"-ს, "SADIA"-ს და ასევე საკუთარი ბრენდის "SUPREMO"-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.
"ფუდსერვისი" აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის ოპერაციების სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00 სთ - 17:00 სთ ან 13:00 სთ - 21:00 სთ (მონაცვლეობით)
ანაზღაურება: 1800 ლარი (ხელზე ასაღები თანხა) ზრდის პერსპექტივით
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass-ის შეთავაზებას;
** პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას
ძირითადი მოვალეობები:
** შესაბამის პროგრამაში შეკვეთების მიღება/დამუშავება;
** შეკვეთებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება/დამუშავება/კონტროლი;
** ნაშთების პროგრამული კონტროლი და შედარება;
** რეალიზაციების შედარება;
** პროდუქციის მიღების პროგრამული გატარება;
** პროდუქციის რეალიზაციაზე გაშვება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** rs.ge-ზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია Excel საბაზისო დონეზე ცოდნა
პიროვნული თვისებები და უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა.
გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა ინფორმაცია შეავსოთ მითითებულ ბმულზე https://foodservice.selfrecruit.ge/s/X3hJ
|
|
|
|