Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=660494&print=yes&view=jobs
 
უფროსი UI/UX დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი UI/UX დიზაინერი
მომწოდებელი: Proxied
გამოქვეყნდა: 25 აგვისტო / ბოლო ვადა: 25 სექტემბერი
"Proxied" ეძებს უფროს UI/UX დიზაინერს, უწყვეტი, ინტუიციური და ვიზუალურად შესაფერისი გამოსახულებების შესაქმნელად ჩვენს ვებ და მობილურ აპლიკაციებში. თქვენ ითანამშრომლებთ დეველოპერებთან ისეთი მაღალი ხარისხის ინტერფეისის შესამუშავებლად, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლის კმაყოფილებას.

გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას - 1500-2500$ თვეში;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობებს;
** სამუშაოდ, სრულიად ახალ Apple ტექნიკის აღჭურვილობას.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** დიზაინის პროცესის წარმართვა კონცეფციიდან აპლიკაციის მოსახმარებლად გაშვებამდე, და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომის შემუშავება ვებ და მობილური აპლიკაციებისთვის;
** Wireframe-ების, პროტოტიპების და high fidelity ინტერფეისის დიზაინების შექმნა ისეთი ინსტრუმენტების გამოყენებით, როგორიცაა Figma, Sketch ან Adobe XD;
** მომხმარებლის კვლევის, usability testing და A/B ტესტირების ჩატარება მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად;
** საინჟინრო გუნდთან თანამშრომლობა, დიზაინის სათანადო შესრულების ხელშესაწყობად;
** UI/UX ტენდენციების, ხელმისაწვდომობის სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესახებ ცოდნის მუდმივად განახლება.

მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა B2-C1 დონეზე;
** UI/UX დიზაინში 5+ წლიანი გამოცდილება;
** ძლიერი პორტფოლიო, რომელიც ასახავს ვებ და მობილური აპლიკაციების დიზაინს გამოყენებადობასა და ესთეტიკაზე ორიენტირებული;
** გამოცდილება Figma, Sketch, Adobe XD ან მსგავსი დიზაინის ხელსაწყოებში;
** მომხმარებლის კვლევისა და usability testing-ის ჩატარების გამოცდილება;
** ძლიერი კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარები.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV მისამართზე careers@proxied.com. სათაურის ველში მიუთითეთ "Senior UI/UX დეველოპერი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია