დასახელება:
სამეურნეო-ტექნიკური განყოფილების სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
სამედიცინო ცენტრი ციტო
|
გამოქვეყნდა: 25 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 25 სექტემბერი
|
შპს "სამედიცინო ცენტრი ციტო", 1997 წლიდან დღემდე, უწყვეტად ემსახურება პაციენტებსა და კლინიკებს, ჩაბმულია ჯანდაცვის პროგრამებსა და კლინიკურ კვლევებში.
ჩვენი ძირითადი მისიაა პაციენტთა ხარისხიანი, საერთაშორისო სტანდარტების დონის სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა. ამჟამად, "ციტო" საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილია თოთხმეტ ლოკაციაზე და თავის პაციენტებს სთავაზობს: ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ კვლევებს, სხვადასხვა დარგის გამოცდილი და კვალიფიციური ექიმების კონსულტაციებს.
შპს "სამედიცინო ცენტრი ციტო" აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო-ტექნიკური განყოფილების სპეციალისტის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია განათლება ტექნიკური მიმართულებით;
** მოცემულ სფეროში შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სარემონტო, სამონტაჟო, სამშენებლო სამუშაოების და მათი შესრულების ტექნოლოგიების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის და საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიაში ტექნიკური/სამეურნეო საკითხების კონტროლი და შესრულება;
** კომპანიის აპარატურის, ასევე, სარემონტო, სამონტაჟო, ელ. გაყვანილობისა თუ სანტექნიკის კუთხით სამუშაოების დაგეგმვა, შესრულება და კონტროლი;
** დარაჯების მორიგეობის განრიგის შედგენა და მონიტორინგი;
** კომპანიის ავტომობილების კვირაში ერთხელ დათვალიერება და შესაბამისი დოკუმენტაციის შევსება;
** მასალების მომწოდებლების მოძიება, შერჩევა;
** ახალი ფილიალების გახსნისთვის საჭირო სამუშაოების ჩატარება და ვადების კონტროლი;
** შესასრულებელი სამუშაოების მოცულობის და მასალების რაოდენობის განსაზღვრა;
** ფილიალების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან - შაბათის ჩათვლით, (ყოველი მეორე შაბათი დასვენება);
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ბელიაშვილის ქუჩა.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@cito.ge, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
შპს "სამედიცინო ცენტრი ციტო" (შემდგომში "ციტო", ს/ნ: 204888461, ტელ: 0322290671, მის: თბილისი, ფალიაშვილის ქ. #40) თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად და დასაქმებით დაინტერესებული კანდიდატის განაცხადს/აპლიკაციას განიხილავს, შეაფასებს, გადაწყვეტილებას მიიღებს დასაქმების კანდიდატის მიერ გაცემული წინამდებარე თანხმობის საფუძველზე.
იმისთვის, რომ დასაქმებასთან დაკავშირებით "ციტომ" მიიღოს გადაწყვეტილება, დასაქმების კანდიდატი წარადგენს განცხადებას/აპლიკაციას. აღნიშნულთან ერთად, შესაძლოა, "ციტომ" მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია, გასაუბრება, ტესტირება ან გამოიყენოს შეფასების სხვა მეთოდები. ამ პროცესის ფარგლებში "ციტო" დაამუშავებს კანდიდატის ისეთ პერსონალურ მონაცემებს, როგორიცაა სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი, განათლების, კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების შესახებ ინფორმაცია და სხვა ნებისმიერი დამატებითი მონაცემი, რაც საჭირო იქნება "ციტოს" მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე განცხადების განსახილველად.
მონაცემთა დამუშავების საფუძველს წარმოადგენს ამ ფორმაზე გაცემული წერილობითი თანხმობა, რომელიც გამოიხატება კანდიდატის მიერ მისი პერსონალური მონაცემების "ციტოსთვის" წარდგენით. კანდიდატს აქვს აღნიშნული თანხმობის ნებისმიერ დროს გამოთხოვა/გაუქმების უფლება, რის შემდგომაც დამსაქმებელი შეაჩერებს მისი აპლიკაციის განხილვას და გაანადგურებს მონაცემებს.
იმ შემთხვევაში, თუ მონაცემთა დამუშავება მხოლოდ დასაქმების კანდიდატის თანხმობის საფუძველზე მოხდება, "ციტო" მონაცემებს შეინახავს/დაამუშავებს 1 (ერთი) წლის ვადით. კანდიდატის წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადები, შესაძლოა, განსხვავდებოდეს, თუ ამას განსაზღვრავს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა ან კომპანიის შიდა პოლიტიკა.
"ციტო" კანდიდატთა შერჩევის პროცესს წარმართავს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატი, მისი პერსონალური მონაცემების "ციტოსთვის" წარდგენით, ადასტურებს, რომ გაეცნო შპს "სამედიცინო ცენტრი ციტოს" მიერ დასაქმების კანდიდატის პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესებსა და პირობებს (გთხოვთ, იხილოთ ბმული: https://cito.ge/personal-data/) და თანახმაა, კომპანიას გადასცეს მისი პერსონალური მონაცემები შემდგომი დამუშავება/შენახვის მიზნით.
აღნიშნულ თანხმობას "ციტო" განიხილავს აუცილებელ წინაპირობად კანდიდატის ვაკანტურ პოზიციაზე განხილვისთვის.
|
|
|
|