Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=660488&print=yes&view=jobs
 
სამედიცინო ხარისხის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო ხარისხის მენეჯერი
მომწოდებელი: დავით ვაშაძის ფიტო-ბალნეოთერაპიის ცენტრი
გამოქვეყნდა: 25 აგვისტო / ბოლო ვადა: 25 სექტემბერი
"დავით ვაშაძის სამედიცინო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო ხარისხის მენეჯერის (1 ვაკანსია) პოზიციაზე.

კლინიკა მუშაობს 09:00-დან 21:00 სთ-მდე
დასაქმების მისამართი: საბურთალოს ქ.55/ს, ცინცაძის 79
სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00

პოზიციის ძირითადი მიზანი:ცენტრის სამედიცინო მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა. ორგანიზაციის საკანონმდებლო ნორმების დაცვის უზრუნველყოფა. მისი მუდმივი მონიტორინგი, დროული რეაგირება ცვლილებებზე. სამედიცინო პროცესების გამართულად მუშაობის დაგეგმვა და შესრულების კონტროლი.

მოვალეობები:

** უზრუნველყოს სამედიცინო დაწესებულების საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სალიცენზიო და სანებართვო ნორმებთან, დადგენილ რეგულაციებთან და სტანდარტებთან შესაბამისობაში;
** კლინიკის (ცენტრის) სამედიცინო მომსახურების პროცესები გამართულად მუშაობის ორგანიზება;
** კლინიკაში მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა, პროცესის მუდმივი მონიტორინგი და გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** კომპანიაში შემუშავებული შინაგანაწესის და სტანდარტების შესრულების მონიტორინგი;
** შიდა სამედიცინო კომუნიკაციის მიზნით კონსილიუმის ჩატარების ორგანიზება და საინტერესო სამედიცინო ქეისების განხილვა.
** სამედიცინო პერსონალის შერჩევაში მონაწილეობა;
** პაციენტებისთვის სერვისების უწყვეტად მიწოდების უზრუნველყოფა;
** სამედიცინო სტატისტიკურ ინფორმაციაზე დაყრდნობით სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და პაციენტის უსაფრთხოების ინდიკატორების შეფასება და რეაგირება;
** დამფინანსებლებთან ერთად დოკუმენტაციის განხილვის პროცესში კლინიკის ინტერესების დაცვა;
** სამედიცინო ქეისების EHR მოდულში გაგზავნის და შეცდომების დროული იდენტიფიცირება;
** პაციენტის და სამედიცინო პერსონალის კმაყოფილების კვლევა, კითხვარის შედგენა და პერიოდული გამოკითხვა;
** სხვა ფუნქციების შესრულება დაკისრებული ამოცანების გადასაჭრელად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება; დიპლომირებული მედიკოსის აკადემიური ხარისხი;
** კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯანდაცვასთან დაკავშირებული დადგენილებებისა და ბრძანებების ცოდნა (სამედიცინო დაწესებულებებში სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ ბრძანება №108/ნ; ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შევსების წესისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ფორმის დამტკიცების შესახებ ბრძანება №338/ნ; საქართველოს მთავრობის დადგენილება №36);
** სამედიცინო კლასიფიკატორების (ICD-10; NCSP) ცოდნა;
** პაციენტებთან ურთიერთობის სტანდარტის ცოდნა;
** აუცილებელია კომპიუტერის საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
** მომხმარებელზე/სერვისზე ორიენტაცია;
** ლიდერობა;
** ინოვაციურობა/სიახლეებზე ორიენტაცია;
** შედეგზე ორიენტაცია;
** სტრატეგიული ხედვა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 25 სექტემბერი, 2025 წ.

სახელფასო სარგო: განისაზღვრება შეთანხმებით კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად.

გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი მონაცემები მეილზე: ad@dvphytobalneo.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია