დასახელება:
მომარაგების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
სამშენებლო კომპანია
|
გამოქვეყნდა: 25 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 25 სექტემბერი
|
სამშენებლო კომპანია აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სამსახურში მომარაგების მენეჯერის პოზიციაზე.
მდებარეობა: ბათუმი
ძირითადი მოვალეობები:
** სამშენებლო პროექტებისთვის საჭირო მასალებისა და მომსახურებების შესყიდვა და მიწოდება კომპანიის დადგენილი წესის შესაბამისად
** მომწოდებლების ძიება, ფასისა და ხარისხის შედარება და ოპტიმალური არჩევანის განხორციელება
** შესყიდვების დოკუმენტაციის მომზადება
** მოთხოვნის შესაბამისად შეძენილი საქონლის დროული მიწოდების უზრუნველყოფა
** შესყიდვებთან დაკავშირებული რისკების ანალიზი და მინიმიზაცია
** ბაზრის კვლევა და ახალი პროდუქტისა თუ მომწოდებლების მოძიება/შეფასება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** შესყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
** სამშენებლო / ტექნიკური სფეროს საბაზისო ცოდნა
** შესყიდვების პროცესების მართვის გამოცდილება
** მოლაპარაკებების წარმოების და კომუნიკაციის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობა
აუცილებელია საკუთარი ავტომობილი
ანაზღაურება: 2000 - 2500 ლარი + საწვავის ხარჯი (დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე)
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელმისამართზე: vacancyvacancy201@gmail.com
|
|
|
|