Робота для біженців з України
მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: ბურგერ სფეისი
გამოქვეყნდა: 24 აგვისტო / ბოლო ვადა: 24 სექტემბერი
"Burger Space" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

პირობები:

ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაკე, მცხეთის ქუჩა 5.
სამუშაო დღეები: 5/2, 23-24 დღე თვეში (შეთანხმებით)
სამუშაო საათები: 8 საათიანი გრაფიკი. 11.00-19.00, 14.00-22.00, 17.00-01.00/19.00-03.00.
ანაზღაურება: დღის ცვლა: საათში 6 ლარი, ღამის ცვლა: საათში 7 ლარი + ბონუსი + თიფსი.
საშუალოდ 1600-1700 ლარი თვეში + თიფსი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა;
** სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში, მინიმუმ 6 თვე;
** თანამედროვე სტანდარტების ცოდნა და მათი დაცვა მუშაობის პერიოდში.

საჭირო უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელური;
** მოწესრიგებული;
** აქტიური;
** ორგანიზებული;
** ერთდროულად რამდენიმე სამუშაოს შესრულების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული.

ძირითადი ფუნქციები:

** მენიუს შეთავაზება, არსებული კერძებისა და სასმელების შესახებ ინფორმირება მისი მომზადების წესისა და შემადგენლობის შესახებ;
** ონლაინ შეკვეთების მიღება Wolt, Glovo, Bolt აპლიკაციებით, პროგრამაში შეყვანა, შეკვეთის ჩალაგება და კურიერისთვის გადაცემა;
** შეკვეთის მიღება, ანგარიშის გახსნა და დროულად მომსახურების უზრუნველყოფა;
** მაგიდის გაწყობა;
** ცხელი-ცივი ყავების და სხვადასხვა სასმელების სახეობების მომზადება;
** ჰიგიენური სტანდარტების დაცვა;
** სალარო ოპერაციების შესრულება;
** სტუმართან ყურადღებით ყოფნა და გადამოწმება, საჭიროებისამებრ დამატებით შეკვეთის მიღება.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: burgerspace.ge@gmail.com

სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება

ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 77 23 77 (ოთო).
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე